მოსაწვევი🎫

278 29 10
                                    

- სუჯინ გცალია 5 წუთი რომ დამითმო? ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მაქვს სათქმელი. - მორცხვი ბიჭივით მთხოვდა ეს ნაძირალა, რომელმაც 1 საათის წინ სტუდიაში ლამის გამაუპატიურა. დიდი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ ეს უცნაური გარდასახვა ჩემი დისგან ნაკლები ეჭვის გაჩენას ემსახურებოდა.

- კარგი, მხოლოდ 5 წუთი! -მკაცრად ვუთხარი და გარეთ გავედით სალაპარაკოდ.

- სტუდიიდან რომ გამოვედი ერთი ბიჭი შემხვდა star town - ის ცეკვის სტუდიას ხომ ვერ მიმასწავლიო და მე ვუთხარი რომ...

- პირდაპირ მითხარი! მეჩქარება! - საუბარი უხეშად გავაწყვეტინე.

- კარგი ხოო... მოკლეედ ეს წერილი გადმომცა და შენს გარეშე არ მინდოდა წაკითხვა. ზედ აწერია რომ ცეკვის კონკურსიდანაა გამოგზავნილი და მხოლოდ ლიდერებისთვის.- კონვერტი გამომიწოდა და ჩემს თანხმობას დაელოდა რომ გახსნის უფლება მიმეცა. გამოვართვი და კითხვა დავიწყე...

მოგესალმებით, მე ლილიანა ვარ. +18 ცეკვის შეჯიბრების ორგანიზატორი. მინდა შემოგთავაზოთ ჩვენს კონკურსში მონაწილეობის მიღება !მხოლოდ ლიდერებს! გამარჯვებულ წყვილს პრიზი  50000 $ გადაეცემა. თუ გსურთ მონაწილეობის მიღება თქვენს მიერ არჩეული ცეკვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმს:

💥აუცილებლად უნდა შეიცავდეს +18 შინაარსის ცეკვის მოძრაობებს.💥

თუ გსურთ მონაწილეობის მიღება
მომწერეთ ინსტაგრამ გვერდზე - Lili_anna_  შემდეგ სხვა მსურველებთან ერთად საერთო ჩათში გაგაწევრიანებთ რათა სხვა მონაწილეებთანაც დაამყაროთ მეგობრული დამოკიდებულება. დამსწრე საზოგადოება მრავალრიცხვოვანი არ იქნება. მხოლოდ 3 ჟიურის წევრი იქნება.

ცეკვის მოსამზადებლად გაქვთ 20 დღე! იჩქარეთ და სურვილის შემთხვევაში აუცილებლად ზემოთ აღნიშნულ ინსტაგრამ გვერდზე მომწერეთ.

წერილის კითხვას მოვრჩი და ხმამაღლა დავიყვირე- ეს რა ჯანდაბაა?!

გარყვნილი მოცეკვავეWhere stories live. Discover now