3 დღის შემდეგ
-სონა მზად ხარ?
-კი.
-სახე ნუ ჩამოგტირის კარგი რა.
-აბა რავქნა მელო გავიცინო მაშინ როცა ყველაზე უბედური ვარ?
-შენი მესმის, მართალი ხარ, მაგრამ..........
-არავითარი მაგრამ მელო, უბედური ვარ.
-ამას ნუ ამბობ.
-აბა რა ვთქვა? უნდა მიხაროდეს ჩემს მეგობარზე დაქორწინება?
-მაგას არ გეუბნები მაგრამ უბედური არ ხარ.
-ვარ მელო ვარ, და ამას ვერ შევცვლით. კარგი ეხა გვეყოს ამაზე საუბარი.
-სონა შვილო თუ მზად ხარ წავიდეთ, ყველა შენ გელოდება
ამბობს სიხარულისგან სახეგაბრწყინებული კაცი და მის შვილს თვალს კიდევ ერთხელ ამაყად ავლებს.-ჩემო ლამაზო, მზეთუნახავი ხარ.
-........
სონასგან პასუხი არაა. ანდაც რა უპასუხოს, მადლობა მაა ვიცი, თუ დაიმორცხვოს და სახე გაუბრწყინდეს ამ კომპლიმენტით, მაშინ როცა ყველაზე უბედურია.-ჩემო ლამაზო სახე ნუ ჩამოგტირის, გაიღიმე ყველაფერი კარგად იქნება
-არაფერი არ იქნება კარგად. შენს გამოა ასეთ დღეში რომ ვარ. შენს გამო ისეთ ადამიანზე ვთქვი უარი ვინც ძალიან მიყვარდა. შენი და შენი დაწყევლილი კომპანიის გამოა რომ დღეს მე ჩემს საუკეთესო მეგობარზე ვქორწინდები. ეს გინდოდა არა? ამის მერე მედა ლინო ერთმანეთს ისე ვეღარ გავუსწორებთ თვალს როგორც ადრე და ეს შენი დამსახურებაა. მინდა მოგილოცო რადგან ჩემი გაუბედურება გამოგივიდა.
თქვა გოგონამ და ოთახი დატოვა-უნდა გაუგოთ ბიძია ჯონსოკ, მისთვის მართლა ძნელია ეს ყველაფერი.
-ვიცი, და ისიც ვიცი ჩემი ბრალი რომაა მაგრამ სხვა გზა მეც არ მქონდა.
-შეგეძლოთ სხვა გზით გეცადათ კომპანიის გადარჩენა, მაგრამ თქვენ სონას გამოყენება რატომ არჩიეთ?

YOU ARE READING
Arranged love✔︎
FanfictionFriends to lovers??? Haha that's so funny!!! დავიწყე 28/01/2023 დავასრულე 21/02/2023