1️⃣2️⃣

435 66 62
                                    

დილით პირველი სონა იღვიძებს.

თავი უსკდება ამას ემატება მთელი სხეულის საშინელი ტკივილი, ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს ძირს დააგდეს და სპილოების ჯოგმა გადაუარეს. (რამ გაამწარა ეს უპატრონოც რაარი)

როცა ბოლომდე ფხიზლდება და მის თავს უყურებს რცხვენია (როგორც მე😭).

რცხვენია იმის რაც გუშინ მის მეგობართან გააკეთე.
(აუუ ეს მაგრა აფრენდზონებს ლინოს და ამის ურთიერთობას რაა🙄)

გუშინდელი რომ ახსენდება ერთიანად წითლდება, თავს საბანში რგავს და სახეს ისე იფარავს.

მისთვის ლინო პირველი მამაკაცი იყო ვისთანაც იწვა. აქამდე ასეთი რამ არასდროს გაუკეთებია.

-დილამშვიდობისა ლამაზმანო.
ამბობს ნახევრად მძინარე მინჰო და თვალებს ისრესს.

-დილამშვიდობისა.
ეუბნება ჩუმად და უფრო იმალება საბანში

როცა ბიჭიც იხსენებს გუშინდელს, ცოტა სიამოვნების გრძნობა ეუფლება, მაგრამ არ იმჩნევს.

-ბოდიში, ვიცი რომ ჩემი ბრალია და ეს არ უნდა გვე......

-ლინო წყნარად, შენი ბრალი არაფერია. ბოლოს და ბოლოს ხომ ცოლ ქმარი ვართ არა? ცოლქმრებს შორის კი ასეთები ხდება.

-მაგ........

-კარგად ვარ არ იჯავრო.

-სონა თვალებში შემომხედე.

-არ შემიძლია.

-შემომხედე.

-ლინო გთხოვ.

-სონა შემომხედე მეთქი.

გოგონა მისკენ ტრიალდება და თვალებს ძლივს უსწორებს.

-თუ ასე უნდა მომექცე მთელი ცხოვრება შემიძლია ახლავე ავდგე და განქორწინების საბუთები შევიტანო.

-აზრი? ჩვენები მაინც იგივეს იზამენ.

-აბა არ მინდა ასე რომ იყო, არ მინდა ჩემთვის თვალის გასწორება რომ ვერ შეძლო. უბრალოდ ელემენტარულს გთხოვ, გავაგრძელოთ ისეთი ურთიერთობა რაც აქამდე გვქონდა.

Arranged love✔︎Where stories live. Discover now