შესავალი

32 2 0
                                    


...ისევ წვიმს... უკვე სამი დღეა რაც გადაბმით წვიმს. ისე თითქოს ცამ პირი გხსნა და გადაწყვიტა რაც კი ნალექი ჰქონდა ზღვებიდან აორთქლებული წყლის სახით დაგროვილი, სულ ერთინად ჩამოასხას.

მიყვარს წვიმა, ასეთ ამინდში ადვილია ფიქრი, რომელიც მე ახლა ნამდვილად მჭირდება. ჩემი თავი ისეა არეული, იმდენი საშინელი, გულის ამრევი, ჭკუიდან გადამყვანი და ამავდროულად უცნაური აზრი მიტრიალებს თავში, რომ ხანდახან მგონია ამდენი ფიქრისგან თავი გამისკდება ან ჭკუიდან შევიშლები.

ვცდილობ არ ვიფიქო. ვცდილობ ამ ფიქრებს თავი დავაღწიო, მაგრამ ისინი მაინც ყველგან და ყოველთვის თან მდევენ. მათგან გაქცევა შეუძლებელია, რადგან გაექცე საკუთარ ფიქრებს, იგივეა, რაც გაექცე საკუთარ თავს, რაც დამეთანხმეთ, ადამიანურ ძალებს აღემატება. მართალია, ფიქრებისგან სამუდამოდ თავის დაღწევა შეუძლებელია, თუმცა ხანდახან ვახერხებ ყურადღების სხვა რამეზე გადატანას, და დროებით მავიწყდება ის საშინელებები, რითაც ჩემი თავია გამოტენილი. ვიცი, რომ საშინელი აზრები მხოლოდ მე არ მაწუხებს და რომ ასეთი პერიოდი ყველა ადამიანის ცხოვრებაშია. ისიც ვიცი, რომ ცხოვრება ყოველთვის იოლი არაა, და ყოველთვის იმას არ გვაძლევს, რაც გვსურს, მაგრამ ყველა ადამიანს, ცხოვრების რაღაც ეტაბზე, სჯერა, რომ ცხოვრებისგან ყველაფერ იმას მიიღებს, რაც უნდა. თუმცა, მერე ხვდება, რომ ასე არაა და იმედები უცრუვდება. სწორედ ამიტომ, ცხოვრებაზე არასდროს უნდა დავამყაროთ დიდი იმედები, რადგან ერთ დღესაც, აუცილებლად დადგება მომენტი, როდესც იმედები გაგვიცრუვდება. თუმცა ეს იმის ბრალი კი არ იქნება, რომ ცხოვრებაა ცუდი, ან ჩვენი ბედისწერა, არა ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალი იქნება, რადგან ცხოვრებისგან იმაზე მეტს მოველოდით, ვიდრე მას შეეძლო მოცემა; რეალობას თვალს არ ვუსწორებდით და მიუხედავად იმისა, ვიცოდით რაღაც რიგზე არ იყო, მაინც ვამბობდით ''ყველაფერი კარგადაა'' და არაფრის შეცვლას ვცდილობდით. ხოდა ბოლოს სწორედ ასეთი საქციელის, ჩვენივე დაუდევარი საქციელის გამო აღმოვჩნდებით გულგატეხილნი. საკუთარ გულისტივილზე მწარე და მტკივნეული კი იცით რა არის?! რომელიმე შენს საყვარელ ადამიანს რომ უყურებ რთულ სიტუაციაში, თუმცა ვერაფერს აკეთებ და ეს შენც ისევე გტკენს გულს, როგორც - შენს საყვარელ ადამიას.

***

მთელი თავისი ხანგრძლივი, თუ მოკლე სიცოცხლის მანძილზე ადამიანი უამრავ დაბრკოლებას ეჩეხება. მის წინ უამრავავი წინაღობა იღმართბა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაილახოს. ამ წინაღობების გადალახვა კი, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ძლიერი და მამაცია ადამიანი. მართალია სიმამაცე და სიძლიერე, თითქმის ერთმანეთის მსგავსი მცნებებია, თუმცა ჩემი აზრით, იყო ძლიერი, სულაც ნიშნავს იყო მამაციც, ისევე როგორც მამაცი შეიძლება არ იყოს ძლიერი. იყო ძლიერიც და მამაციც კი, არ ნიშნავს იმას, რომ არაფრის გეშინოდეს. ჩემი აზრით, ადამიანი სწორედ მაშინაა მამაციც და ძლიერიც, როდესაც ეშინია, თუმცა ცდილობს ამ შიშთან გამკლავებას, და მაინც იმას აკეთებს რაც სწორად მიაჩნია.

ზოგჯერ, ადამიანს შიში იბყრობს, შიში იმის, რომ ვერ გადალახავს, მის გზაზე გაჩენილ დაბრკოლებებს და ვერ დაიცავს საყვარელ ადამიანებს, ასეთ დროს მას უამრავი საშინელი აზრი მოსდის თვში. ამ ფიქრების ასრულება და საერთოდ ამ აზრების გონებაში გავლება მას შეიძლება სულაც არ სურდეს, თუმცა ეს აზრები თავისით, მისგან დამოუკიდებლად ჩნდება, და მთელს მის გონებას სარეველა ბალახივით ედება. ისე, ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა - ყველა ცუდი ფიქრი, ყველა აზრი, რასაც კი ადამიანი გაივლებს გონებაში, ერთიანად რომ ასრულდებოდეს, ჰმმ, რა საშინელება იქნებოდა არა?! დარწმუნებული ვარ სამყარო ამას ნამდვილად ვერ გაუძლებდა...

მსხვერპლიWhere stories live. Discover now