თავი 4

24 1 2
                                    

        დილით მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა, საათს რომ დავხედე 9 საათი სრულდებოდა. დღეს ლექციები ცოტა გვიან მაქვს, ამიტომ გუშინ გვიანობამდე ვმეცადინეობდი და გადავწყვიტე მაღვიძარა 7-ის ნაცვლად 9-ზე დამეყენებინა. ცოტა ხანს საწოლში ვიკოტრიალე და ასე დაახლოებით 10-ის ნახევრისთვის ავდექი, აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე, ჩემი ოთახიდან გამოვედი და დაბლა ჩსვლა დავაპირე. თუმცა სანამ ჩავიდოდი დედას ოთახშიც შევიხედე, მაგრამ იქ არ დამხვდა. როდესაც დაბლა ჩავედი, ის არც მისაღებში იყო, შემდეგ გეზი სამზარეულოსკენ ავიღე და საბედნიეროდ იქ ვიპოვე. სამზარეულოს ბარის სკამზე იჯდა და ყავას სვამდა, რომ დამინახა გამიღიმა - დილამშვიდობისა სიხარულოო, მომესალმა და ყავა შემომთავაზა. ასე იშვიათად ხდება, ადრე ყოველი დილა დედას „დილამშვიდობისა სიხარულოთი" იწყებოდა,მაგრამ რაც აქ ვართ ის იშვიათადაა კარგ ხასიათზე. ხანდახან ისე მენატრება ხოლმე მისი დილამშვიდობისა. ამ წამს გავიფიქრე, რომ დღეს ძალიან კარგი დღე მექნებოდა. ფიქრებს მოვწყდი, მასთან მივედი, გვერდით დავუსკუპდი და მეც სიხარულით მივესალმე.

-დილამშვიდობისა ჩემო ლამაზო დედიკო. ყავა არა, მაგრამ ჩაი კარგი იქნებოდა. - დედამ ახლავე მოგიმზადებო და ჩემი ჩაის გასაკეთებლად ადგა. ვუყურებდი მოფუსფუსე დედას და ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა ყოველი დღე ასე იწყებოდეს, ისე, როგორც ძველად, ყველაფერი ბევრად მარტივი იქნებოდა, მაგრამ ძველებურად ვეღარაფერი იქნება.

მე და დედამ ვისაუზმეთ კიდეც, ამ დილით კიდევ ერთხელ მაშინ გამაკვირვა, როდესაც საუზმობა თავად შემომთავაზა. ვერ ვხვდებოდი მისი ასეთი ქცევა რისთვის უნდა მიმეწერა, მაგრამ კითხვასაც ვერ ვუბედავდი, მეშინოდა განწყობა არ შესცვლოდა. ჩემს ოთახში რომ ავედი 12 იყო დაწყებული. პირველი ლექცია 2 საათზე მქონდა, სახლიდან უნივერსიტეტამდე ნახევარი საათი მჭირდება. ფეხით დავდივარ, ხანაც ველოსიპედით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება დიდად არ მიყვარს, უამრავ გიჟს შეიძლება გადაეყარო. ასე რომ ვინაიდან ჯერ 12-ის ნახევარიც კი არ იყო, გადავწყვიტე ცოტა ხანს მემეცადინა. მეცადინეობაში დრო ისე სწრაფად გავიდა ვერ მივხვდი. საათს რომ დავხედე 2 იყო დაწყებული. მომზადეა დავიწყე, ვინაიდან არ წვიმდა და საკმაოდ თბილოდა გადავწყვიტე კაბა ჩამეცვა. თან კარგ ხასიეთზე ვიყავი დედას გამო. თეთრი წვივებამდე დაშვებული სარაფანი ჩავიცვი. ფეხზეც თეთრი სუპერსთარები ამოვიცვი, და უკვე მზად ვიყავი წასასვლელად. ოდნავ მაკიაჟიც გავიკეთე. ზოგადად არ მიყვარს მაკიაჟი, თავს არაკომფორტულად ვგრძნობ ხოლმე, მაგრამ რატომღაც დღს მომინდა ოდნავ გავშპკლულიყავი. ჩემი კონსპექტები, ტელეფონი, დამტენი და ყველა სხვა საჭირო ნივთი ავიღე, ჩანთაში ჩავალაგე და ოთახს თვალი მოვავლე, რამე ხომ არ მრჩებათქო, რომ დავრწმუნდი, ყველაფერი თან მქონდა, ოთხის კარი გამოვხურე და კიბეებზე ჩვირბინე. დედა მისაღებ ოთახში იყო, გამომხედა და ოდნავ ჩუსტვინასავით.

მსხვერპლიWhere stories live. Discover now