თავი 3

13 2 1
                                    

             მაღაზია სახლიდან არც ისე შორაა. მისვლას და უკან დაბრუნებას 10-15 წუთიც კმარა, თუ ძალიან არ იზოზინებ და ცოტა სწრაფი ნაბიჯითაც ივლი; თუმცა მე მხოლოდ მისვლაში დამჭირდა 10 წუთზე მეტი, ალბათ იმიტომ, რომ გზადაგზა ძალიან ავყევი ფიქრებს, და ისე შევანელე სვლა, ვერც კი მივხვდი; სახლიდან ისე გამოვვარდი ქოლგის წამოღება დამავიწყდა, არც საწვიმარი მეცვა, ასე, რომ მაწვიმდა და უკვე საკმაოდ ვიყავი გალუმპული, თუმცა ეს სულ არ მადარდებდა, პირიქით მომწონდა კიდეც. ძალიან მიყვარს წვიმა, ამიტომ სულ არ ვღელავდი რომ თავზე მაწვიმდა, არც იმაზე, რომ შესაძლოა ფილტვების ანთება ამეკიდებინა. ალბათ კიდევ დიდხანს ვივლიდი გარინდებულის სახითმ რომ არა მოხუცი ბებია, რომელსაც შემთხვევით შევეჯახე, მხარი გავკარი და ხელიდან ქოლგა და სურსათის პარკები გავაყრეინე.

მაშინვე გამოვერკვიე ფიქრებიდან და იმ პარკების ასაღებდ დავიხარე, რომელიც ბებოს ხელიდან გავაგდებინე. თან ბოდიშის მოხდა დავიწყე მომხდარის გამო.

ჩემდა გასახარად ბებო წყნარი და გამგები ქალბატონი აღმოჩნდა, იმის ნაცვლად, რომ შენიშვნებითა და საყვედურებით ავევსე, რომ ჩემს გამო ასეთი რამ დაემართა, მითხრა ''-არაუშავს ბებია, ვის არ მოსვლია, უბრალოდ გზაზე ფრთხილად იარე, თორემ ჩვენს დროში მანქანები ელვის სისწრაფით დადიან''.

ძირიდან პარკები და ქოლგა ავიღე, ხელში მივაწოდე და კიდევ ერთხელ მოვუხადე ბოდიში, რაზეც მან თბილად გამიღიმა, შეტრიალდა და თავისი გზა განაგრძო.

მაღაზიამდე სულ რამდენიმე მეტრიღა მქონდა დარჩენილი, როდესაც ქუჩის კუთხეში მდგარი რამდენიმე ბიჭი დავინახე. უფროსწორად ჯერ მათ დამინახეს და ისეთი თვალებით დაიწყეს ჩემკენ ყურება, რომ მათი მზერისგან სახეზე წვა ვიგრძენი. ისეთი თვალებით მიყურებდნენ, თითქოს ისინი ზვიგენები, მე კი მათთვის სავახშმოდ გამზადებული თევზი ვყოფილიყავი.

მსხვერპლიWhere stories live. Discover now