მე ლანა ვარ. ლანა კოშკელიშვილი. 21 წლი არაფრით გამორჩეული, ძველად მხიარული, სიცოცხლით აღსავსე, ახლა კი ჩამქრალი და თვალებში სევდაჩამდგაი იურისტი გოგონა. დაახლოებით ორმოცდარვა-ორმოცდათორმეტი კილო ვარ, სიმაღლით მეტრი და 72 სანტიმეტრი. მუქი წაბლისფერი, გრძელი და ხუჭუჭი თმა მაქვს, თვალები ღია ყავისფერი, თუმცა ჩემს გუგებს ოდნავ მომწვანო ფერის რკალები აქვთ გარს შემოვლებული. ცხვირი აწეული, ნიკაპი კი ოდნავ ვიწრო მაქვს, ჰმმ, შესაძლოა ითქვას, რომ 'სილამაზის სტანდარტებს' ნაწილობრივ ვაკმაყოფილებ.
ხასიათი რთული არასდროს მქონია, არასდროს არავის ვაწუხებდი ჩემი არსებობით. არასდროს ვყოფილვარ თავზეხელაღებული და ტუტუცი გოგო. სისულელეებს თინეიჯერობისასაც კი არ ვჩადიოდი, რასაც ახლა ძალიან ვნანობ. ბავშვობიდან მოყოლებული კარგად ვსწავლობდი, მშობლები კი ჩემით ამაყობდნენ. დედისერთა ვარ, ამიტომ მთელი მათი ყურადღება და სიყვარული ჩემკენ იყო მომართული. ყოველთვის ვცდილობდი მათი იმედები გამემართლებინა, ნდობა არ დამეკარგა, სიყვარულზეც ყოველთვის უარს ვამბობდი. არასდროს ვყოფილვარ და იმედია არც არასდროს ვიქნები იმ გოგოების მსგავსი, ყველაფერს რომ აკეთებენ, ოღონდ კი ბიჭების ყურადღება მიიქციონ.
მძულს ბიჭები, ყველა ბიჭი მძულს (ნათესავი ბიჭების გარდა). რატომ მძულს? იმიტომ რომ ისინი საზიზღრები არიან. ყველაინაირად. გოგოებს როგორც უნდათ ისე იყენებენ, თუმცა ეს ბიჭებზე მეტად იმ გოგოების ბრალია ვინც ბიჭებს გამოყენების უფლებას აძლევს. ასეთი გოგოების საქციელის გამო, ბიჭები ფიქრობენ, რომ ყველა გოგოზე მიუწვდებათ ხელი; კიდევ იმიტომ, რომ მჩაგვრელები არიან. ჩაგრავენ როგორც მათივე, ისე საპირისპირო სქესის პიროვნებებს. მათ ვინც არც მაგარი ტიპები არიან და არც ბევრი ფული აქვთ. არ ადარდებთ სწავლა, ან მშობლები. შეუძლიათ ჩხუბი ნებისმიერ უაზრობაზე. ერთი სიტყვით მასეთი ტიპების ცხოვრება ჩემსაზე ბევრად საშინელია. მაგრამ როგორც ყველგან, ბიჭებშიც არსებობენ გამონაკლისები, ისინი ვინც კარგად სწავლობენ, პატივს სცემენ და უჯერებენ მშობლებს, სხვებს არ ჩაგრავენ და არც გოგოების გამოყენებას ცდილობენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი ტიპები გვევლინებიან ხოლმე ჩაგრულის როლში.