თავი 1

25 1 0
                                    

      ბათუმი, ქალაქი, რომელშიც მე ახლა ვცხოვრობ, როგორც ყოველთვის ახლაც ლამაზია. წვიმაშიც კი. თქეში წვიმის მიუხედვად, გინდება გარეთ გახვიდე და წვიმიან ქუჩებში უმისამართოდ იბოდიალო. იარო ისე რომ უკან არ მოტრიალდე. სულ წინ და წინ იარო, ისე თითქოს უკან დასაბრუნებელი გზა არ გაქვს. არსებობს მხოლოდ გზა, რომელიც შენს წინაა, რომელსაც არ იცი სად მიყავხარ, მაგრამ მაინც იძულებული ხარ გაყვე, რადგან მეტი წასასვლელი არსად გაქვს. თუმცა ეს მხოლოდ წვიმის ყურებისას ჩემს თავში დატრილებული ფიქრებია და რეალურად, ჩვენ ადამიანებს უამრავი გზა გვაქვს ცხოვრებაში. ხანდახან, უბრალოდ რთულია გააკეთო არაჩევანი სწორსა და არასწორს შორის, თუმცა არჩევანის გაკეთება მაინც აუცილებელი და გარდაუვალია, თუნდაც ის არასწორი იყოს.

ხანდახან ჩვენ ადამიანებს, უმარტივესი გადაწყვეტილებების მიღება გვიხდება. მაგალითად ვირჩევთ რა ფერის მაისური უნდა ჩავიცვათ, როგორი შარვალი, როგორი მანქანა უნდა გვყავდეს, როგორ უნდა მოვაწყოთ სახლი, სად უნდა ვიცხოვროთ, რა ჯიშის ძაღლი უნდა ვიყოლიოთ. თუმცა ხანდახან სწორედ ამ უმარტივესი გადაწყვეტილებების მიღება გვიჭირს ყველაზე მეტად. ზოგჯერ სწორედ ასეთი უმარტივესი გადაწყვეტილებები ცვლიან მთელს ჩვენს ცხოვრებას.

არის ისეთი მომენტებიც, როდესაც არჩევანის გაკეთება გვიხდება ადამიანებს შირისაც. მაგალითად ვისთან ვიმეგობროთ, ვისთან არა. ვის ვენდოთ და ვის არა. ან სულაც ვინ შევიყვაროთ. ხანდახან ადამიანები, ასეთ შემთხვევებშიც ცდებიან და არასწორ არჩევანს აკეთებენ. ირჩვენ არასწორ ადამიანებს, მათ საკუთარ ცხოვრებას უკავშირებენ და გონიათ რომ ყველაფერი კარგად იქნება, შვილები ეყოლებათ და ბედნიერები იქნებინ, სიცოცხლის ბოლომდე. მაგრამ წლები რომ გადის იცით რა ხდება? არაფერი. შენს ირგვლივ სრული სიცარიელე ისადგურებს. აღარაფერი გაბედნიერებს, არც შვილები, არც გარშემომყოფი ადამიანები. არც ადამიანი, რომელსაც ერთ დროს შენი ცხოვრება დაუკავშირე. და სწორედ ამ დროს, ხვდები, რომ შეცდომა დაუშვი. შემდეგ ცივდება ურთიერთოები, რომლის შენარჩუნებასაც ამდენი წელი ასე გამალებით ცდიობდი და აი სწორედ მაშინ ხვდები, რომ რაღაც ახალი გჭირდება, ან ვიღაც. ამის შემდეგ კი ურთიერთობა სამუდამოდ ინგრევა. შენ მიდიხარ, ან ის მიდის. ამ დროს ყველაზე ცუდ სიტუაციაში კი შვილები არიან, რომელთაც ეუბნებიან, რომ ასე აჯობებს ყველასთვის. თუმცა, სინამდვილეში ეს მხოლოდ მისთვისაა კარგი, ვინც ურთიერთობა დაასრულა. მიტოვებული, დეპრესიას ეძლევა და თავს იდანაშაულებს საყვარელი ადამიანის წასვლის გამო. მას აღარაფერი აბედნიერებს. მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რატომ მოხდა ასე. რატომ აღმოჩნდა მიტოვებული, თუმცა რაც არ უნდა ბევრი იფიქროს, ვერ იპოვის მიზეზს საკუთარ თავში და ვერც ვეღარაფერს გამოასწორებს, მაგრამ ის მაინც ფიქრობს, ფიქრობს და კიდევ ფიქრობს. პასუხი კი მხოლოდ ერთია - ოდესმე ყველაფერი სრულდება, არაფერია მუდმივი, მათ შორის არც სიყვარული და გრძნობა, რომელიც ჩვენ ერთ დროს დიდ სიყვარულად აღვიქვით, ოდესმე აუცილებდად იცვლის ფერს, და მივხვდებით, რომ ეს მხოლოდ გატაცება იყო და მეტი არაფერი...

მსხვერპლიWhere stories live. Discover now