უკან მივიხედე და რას ვხედავ ტაილერს ესროლეს, მიყურებდა შემდეგ კი დაეცა, მაშინვე მასთან მივედი, სულ სისხლიანი იყო პერანგი გავუხსენი და ჭრილობაზე ხელი დავაჭირე
ლიამი ატირებული შემომყურებდა.
— ლიამ სახლში შედი!
— დედა...
— შემომხედე ჩემი ბიჭო ეხლა სახლში უნდა შეხვიდე, ყველაზე მაღალ ოთახში ადი და დაიმალე, გახსოვს დამალობანას რომ ვთამაშობდით?
ლიამი გახარებული ავიდა ოთახში მე, ტაილერი წამოვაყენე და სახლში შევიყვანე, იატაკზე დავაწვინე, ტელეფონს ვეცი და 9-1-1 დავრეკე.
— 9-1-1 გისმენთ.
— გთხოვთ დაჭრილია, სწრაფად მოდით!
— ქალბატონო ვწუხვარ მაგრამ დიდი ავტოავარიის გამო ყველა სასწრაფო დაკავებულია.
— ჯანდაბა!
ეხლა ყველა ის ლექცია უნდა გავიხსენო. სასწრაფოდ პირველადი დახმარების ყუთი მოვძებნე და ტყვიის ამოღება და იწყე, სულ სამი ტყვია იყო და არ ვიცი როგორ მაგრამ ყველა ტყვია სისხლდენის გარეშე ამოვიღე, ჭრილობები დავამუშავე და შევუხვიე, ხელი გულზე დავადე მაგრამ გულის ცემას ვერ ვგრძნობდი, ავტირდი ვიფიქრე დასრულდა, მაგრამ თავიდან ყველა მსგავსი გიქრი გავაქრე და გულის მასაჟი დავიწყე, ამ დროს ვგრძნობ რომ სველი ვარ, ვიფიქრე საიდანღაც წყალი წვეთავდა,მაგრამ ეს წყალი არ იყო, ეს ჩემი ცრემლების გამო იყო თურმე ვქვითინებდი, უწყვეტად მდიოდა ცრემლები, თან ტაილერს ვუყვიროდი.
— ტაილერ არ დამტოვო გევედრები არ დამტოვო.
გულის მასაჟს ვაგრძელებდი და როგორც იქნა გული ამუშავდა. ძალა გამოცლილი გავჯექი ტაილერის გვერდზე. ტაილერი ლოგინზე დავაწვინე, მისი თავი მუხლებზე დავიდე და თმებზე დავუწყე ფერება, საშინელი შიში გავიარე, შიში საყვარელი ადამინის დაკარგვის. ლიამს ეძინა, მაგრამ მის გვერდით ვერ დავწექი, შემეშინდა ტაილერს რაიმე არ მოსვლოდა. ვუყურებდი მის მშვიდ სახეს, მინაბულ თვალებს,ცდუნებას ვეღარ გავუძელი და ტაილერს ვაკოცე.
YOU ARE READING
კოლეჯი
Romanceგოგო სახელად ბეა გადადის ახალ სკოლაში, სკოლის ყველაზე მოთხოვნადი და ამავდროულად სკოლის " მაფიოზი„ ბიჭი ბეას თვალს დაადგამს...