უკვე 2 წელი გავიდა... 2 წელია ჩემი ოჯახი არ მინახავს. 2 წელია რაც ტაილერს დავშორდი. ამ 2 წლის მანძილზე დედა გავხდი, ჰო ბავშვი ტაილერისაა...
პატარა ბიჭი სახელად ლიამი, ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მამაკაცია, მაგრამ ის ტაილერს ძალიან ჰგავს... ძალიან რთული პერიოდი გადავიტანე თავის მოკვლას ვაპირებდი მაგრამ ჩემმა ბიჭმა გადამარჩინა... ყველა შევიზიზღე, გულის კარები კი სამუდამოდ ჩავრაზე, ვეღარავინ მატკენს გულს, არავის მივცემ უფლებას მე და ჩემს შვილს რაიმე დაგვიშავოს,ადრე რაც დრო გადიოდა ტაილერი უფრო და უფრო მენატრებოდა, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთ გრძნობას ვგრძნობ მის მიმართ ეს კი ზიზღია. როდესაც გავიგე რომ ორსულად ვიყავი მაშინვე ჩემი შეგროვილი ფულით პატარა მაღაზია გავხსენი და შემოსავალი გამიჩნდა პარალელურად ეიჯეი მიგზავნიდა ფულს, მიუხედავად იმისა რომ მასთან ყოველგვარი კონტაქტი გამწყვიტე.
დღეს ჩემი ბიჭი 2 წლის ხდება, მისი თხოვნით გადავწყვიტეთ რომ დიდ სავაჭრო ცენტრში წავსულიყავით და ბევრი იხვის სათამაშო გვეყიდა, ძალიან უყვარს იხვები.ეხლა სავაჭრო ცენტრში ვართ, ლიამი ვეღარ ითმენს, მაისურზე მექაჩება და მაღაზიისკენ მივყავარ.
— ძვირფასო მაცადე მოვდივარ...
— ბეა...
უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა, მივტრიალდი და ვის ვხედავ... ეს... ეს ხომ... ტაილერია. გავშეშდი მხოლოდ ლიამზე ვფიქრობდი არ მინდა რომ მასზე გაიგოს ტაილერი არ იმსახურებს რომ მამა ერქვას, წლების მანძილზე მე ვიყავი დედაც და მამაც მხოლოდ მე და ჩემი ბიჭი ვიყავით. ძალა მოვიკრიბე და მაქსიმალურად მშვიდად ვუთხარი, მაგრამ ჩემს ტონში მკაფიოდ იგრძნობოდა ზიზღი და ბრაზი.
— რა გინდა?
— როგორ ხარ?
— შენი საქმე არ არის.
ერთმანეთს ვუყურებდით ამ დროს კი ლიამი ჩემთან მოვიდა.
— დედა დედა იხვები...
ტაილერს თვალები გაუფართოვდა.
— დედა? შენი შვილია?
— ჰო ჩემი შვილია!
— ესეიგი გათხოვდი...
— ჰო გავთხოვდი.
ძალიან დამაჯერებლად ვიცრუე.
— გამარჯობა მეგობარო რა გქვია?
ამჯერად ბავშვს მიუბრუნდა ტაილერი. ლიამმა მე შემომხედა გაეცა თუ არა მისთვის პასუხი მე თავი დავუქნიე.
— ლიამი
— სასიამოვნოა ლიამ.
— უნდა წავიდეთ ნახვამდის.
ლიამს ხელი დავავლე და სახლში წავედით. რაც არ უნდა მოხდეს ტაილერს ბავშვის შესახებ არაფერს ვეტყვი, შეიძლება მამტყუნებთ მაგრამ უკვე ბევრჯერ მოვკვდი, ერთი სიცოცხლე დამრჩა და არ ვაპირებ ის ვინმეს გავუყო, ლიამი ჩემია.
YOU ARE READING
კოლეჯი
Romanceგოგო სახელად ბეა გადადის ახალ სკოლაში, სკოლის ყველაზე მოთხოვნადი და ამავდროულად სკოლის " მაფიოზი„ ბიჭი ბეას თვალს დაადგამს...