არ მჯერა მე ამდენი ხნიანი სიძულვილის მერე ტაილერს ვაკოცე. თავში ათასი აზრი მიტრიალებს, მაგრამ ერთი ვიცი, ტაილერის დაკარგვის შიშმა, ჩემში ყველანაირი ნუ თითქმის ყველანაირი ზიზღი გააქრო, ამ ქვეყაზე მხოლოდ ორი ადამიანის სიკვდილის მეშინია ლიამის და ტაილერის.
მთელი ღამის უძინარი ვიყავი, მეშინოდა ტაილერს რაიმე არ გართულებოდა, დილით რამოდენიმე წუთით ჩამეძინა, ძილბურანში ვიყავი როცა ტაილერის ცივი და ტკბილი ტუჩები ვიგრძენი ჩემს ტუჩებთან, ისე ნაზად მაკოცა ძლივს ვიგრძენი, მაგრამ თვალები არ გამიხელია, ვერ ვხედავდი მაგრამ ვგრძნობდი მის მწველ მზერას. თვალების გახელას ვაპირებდი როცა, ტაილერმა ლაპარაკი დაიწყო.
— ჩემი ლამაზი ყვავილი... ტაილერ რა იდიოტი ხარ! როგორ ატკინე გული, მაგრამ ეს რომ არ მექნა, მას საფრთხე დაემუქრებოდა, ნეტავ შეძლებს ჩემს პატიებას? მე ხომ ესე ძალიან მიყვარს, მთელს სამყაროში მასზე მეტად არავინ მიყვარს, იმედია ოდესმე შეძლებს ჩემს პატიებას პატიებას...
ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მინდოდა მისთვის მეთქვა რომ ვაპატიე და რომ ყველაფერზე მეტად მიყვარს, ვუთხრა? ჰო უნდა ვუთხრა მერე შეიძლება გვიანი იყოს, მე ის მიყვარს!
— შეძლებს პატიებას...
ჩუმად გავეცი მის კითხვას პასუხი. ტაილერმა გაკვირვებით შემომხედა.
— შენ... გღვიძავს? მოიცა რა თქვი?
— ვთქვი რომ გაპატიე.
ტაილერი ატირდა, ძლივს-ძლივობით წამოჯდა და კიდევ ერთხელ მკითხა.
— მაპატიე?
მე თავი დავუქნიე, ტაილერმა კეფაზე მომკიდა ხელი და მაშინვე ტუჩებზე დამაცხრა.
რა კარგია მისი კოცნა, შეხება, მისი ხელები რომელიც ჩემს სხეულზე ნავივით დაცურავენ, ამ მომენტზე ვერასდროს ვიოცნებებდი. ტაილერმა ძალიან შორს შეტოპა, ამიტომ ნაკერები ეტკინა, უეცრად კიცნა შეწყვიტა და ამოიგმინა.
-— ააა ჯანდაბა!
— ვაიმე ვაიმე მანახე! გეტკინა?
ზედა ავუწიე და ჭრილობები ვნახე, ხელახლა გადახვევის დრო იყო, მეც გადავუხვიე.
— ხომ არ გატკინე?
— როგორ შეიძლება შენმა ხელებმა რაიმე მატკინოს.
საყვარლად მითხრა და ხელზე მაკოცა.
მე გამეცინა. ადგომა ვცადე მაგრამ ვინ გაცადა, ტაილერმა ხელი ჩამავლო, და ისევ მის გვერძე დამსვა, თან ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა და ჩემს შიშველი წელზე ხელი მომხვია, მეტყველების უნარი დავკარგე, მის ტუჩებს ყელზე ვგრძნობდი, მაგრამ ამ დროს ლიამი ატირდა, მე ავდექი და ოთახისკენ წავედი. ლიამს ჩავაცვი და ქვევით ჩავიყვანე.— დედა ეს ვინ ალის?
ნამძინარევი ხმით მკითხა ლიამმა
— ეს მამაშენია.
შევატყვე როგორ გაუხარდა ტაილერს ჩემი სიტყვები.
— მამა? აბა მამა საიდუმლო დავალებაზეაო?
მეც და ტაილერის ერთდროულად გაგვეცინა.
— ხო ეხლა კი დავბრუნდი და ვაპირებ მაგრად ჩაგეხუტო.
ტაილერს ბავშვი მივეცი და სამზარეულოში გავედი საუზმის მოსამზადებლად.
ყველამ ვისაუზმეთ, ვითამაშეთ, ვიცინეთ და დასაძინებლად წავედით, ხო სწორად იფიქრეთ მე და ტაილერი ერთ ლოგინში დავწექით. მე ჩავფიქრდი. ტაილერს ეღიმებოდა.
— რაზე ფიქრობ?
სიჩუმე მე დავარღვიე
— იმაზე რომ ერთი სული მაქვს ჭრილობები შემიხორცდეს...
— ოჰო
— იცი რატომ?
— რატომ?
— იმიტომ რომ კვლავ შეგეხო, გიგრძნო... საყვარელო წინ ჯადოსნური ღამეები გელის...
მე გამეცინა და ტუჩებში ვაკოცე.
YOU ARE READING
კოლეჯი
Romanceგოგო სახელად ბეა გადადის ახალ სკოლაში, სკოლის ყველაზე მოთხოვნადი და ამავდროულად სკოლის " მაფიოზი„ ბიჭი ბეას თვალს დაადგამს...