დაწყება

101 14 7
                                    

📳
- სად ხარ?
- რამე ხდება?
- ისევ დალია არა?
- გეხვეწები ეხლა მართლა არ მინდა შენთან კამათი რა...
- მე უბრალოდ შენზე ვნერვიულობ...
- უბრალოდ გათიშე შენი დაავადებული ტვინი და დაიძინე! ასეთი რთულია ?! მომიწყო ბიჭმა ეჭვიანობის სცენები!
- მე უბრალოდ...
- გეჩერდი პაკ! მაცადე ახალგაზრდობა  შევირგო, ჩემთან რომ ცხოვრობ იმას არ ნიშნავს რომ მთელი დღე ფეხმძიმე ცოლივით მირეკო და ნაყინი მოგიტანო!
- ორი წელია რაც დაქორწინებულები ვართ...
- რა მნიშვნელობა აქვს ჯიმინ?! 19 წლის ასაკში დავქორწინდი შენზე, განა ეს ნორმალურია?!
- ჯონგუკ ეს ჩემი სურვილისამებრ არ მომხდარა, უკვე დავიღალე ყოველდღე ერთი და იგივეს მტკიცებით!
- შენ შეგეძლო გეთქვა უარი, ჩემზე უფროსი ხარ და შეგეძლო ეს ჯანდაბური ქორწნება გაგეუქმებინა!
- ჯონგუკ მე ვცადე, და ეს შენც ძალიან კარგად იცი! ყოველდღე ვითმენდი შენს უაზრო და დამამცირებელ რეპლიკებს ჩემს მიმართ, ვიტანდი სახლში შენს მოთრეულ სხეულს რომელიც გაჟღენთილი იყო ალკოჰოლის სუნით, ვიტანდი იმასაც რომ ყოველ ღამე შენი სხეული დაფარული იყო ვარდისფერი და იასამნისფერი ლაქებით, პერანგზე გამუდმებით წითელ ტუჩსაცხსაც ვიტანდი. ყველაფერს აქვს საზღვარი ჯეონ, ყველაფერს! ყელში ამოვიდა შენც და შენი არსებობაც ამ სამყაროში!
- გაეთრიე ჯიმინ... ჩემი ცხოვრებიდან გაეთრიე!
- ჯონგუკ შენ წააგე, თამაში დამთავრებულია...
- რა ჯანდაბაზე ლაპარაკობ?
- შენ შეგეძლო ამ ხნის განმავლობაში მეორე შანსი მიგეცა ჩვენი ურთიერთობისთვის მაგრამ ეს მეორე შანსიც გათელე, გადაუარე და დაამსხვრიე.
- მე ძალიან მიხარია ამის შემოქმედი თუ ვარ, კიდევ ათასჯერ გავაკეთებ ამას,  გაგტეხავ და თავიდან აგაწყობ პაკ!
- გაგანადგურებ ჯეონ, გაგანადგურებს ჩემი არ ყოფნა, დაგაჩოქებს და დაგამცირებს ეს სამყარო შენ კიდევ თავის ჩახრის და მოთქმის მეტი არაფერი შეგეძლება, მოხვალ და შემევედრები შენთან ერთად ვიყო, მეკი უარის მეტი არაფერი მეთქმის.
- შენს თავზე დიდი წარმოდგენა გქონია პაკ ჯიმინ, შენთვის ეს ძალიან ცუდია.
- ნახვამდის ჯეონ, წარმატებები მომავალში!
- ნახვამდის პაკ, იმედია მომავალში თვალებში აღარ გამეჩხირები!

Set Me Free Where stories live. Discover now