2✧

81 15 2
                                    

- ჯიმინ აღარ აპირებ ჩამოსვლასს? - გაჰყვიროდა ბიჭი სამზარეულოდან.     
  - ნუ ყვირიხარ რაა, ყურები გამისკდა!            
- მაშინ ჩამოერთრიე!
- წესივრად მელაპარაკე პატარა ლაწირაკო!
- მე ბოდიში - ხელები ჰაერში ასიწა და თავი დაუკრა.

- წყეულო კიმ თეჰიონ! მაგვიანდება, უფრო გვიან ვერ მოახერხე ჩემი გაღვიძება?!
- ჯიმინ მე მართლა ვცადე. რამის ყინულები ამომეტნა და შენს შუბლზე დამელაგა, მაგრამ მერე გამახსენდა ადრე რაც მოხდა და უცებ გადავიფიქრე - უკნიდან მოეხვია ქერას და მუცელზე მოუღუტუნა.
- გა..ჩერდი! თეჰ..იონ! - სიცილის გამო ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთზე. - კიმ თეჰიონ! - ხმის ტონს აუწია და წარბები შეჭმუხნა.
- კარგი პაკ ჯიმინ, ვნებდები - მოშორდა და თმის შესწორება დაუწყო. - ჩემი ლამაზი - შუბლზე აკოცა ქერას.
- მომაშორე შენი დორბლიანი ტუჩები მაიმუნო, და შენს საქმეს მიხედე. - შეუბღვირა და ხელის გულით რაც ძალა და ღონე გქონდა მეგობრის ,,ნადორბლი" წაიშალა.
- მიდი ჯიმინ, წადი არ დავაგვიანდეს თორემ სადაცაა მუჰიონი დამირეკავს და შენს გამო ტყუილად მე დამიწყებს ჩხუბს, მე კი მისი თავი ახლა ნამდვილად არ მაქვს. - დამარცვლით უთხრა ბოლო წინადადება და სამზარეულოს დაუბრუნდა.
- აჰჰ, ეგ ბავშვი მე გამაგიჟებს! - ჩაიდუდღუნა, მოსაცმელი აიღო და გზას გაუდგა.

***
- ჯიმინში მოვიდააა~ - ბავშვებმა ერთად შეჰყვირეს და ბიჭისკენ გაიქცნენ.
- ფრთხილად წიწილებო, რამე არ ივნოთ - თავზე ხელებს ნაზად უსმევდა პატარებს და თან ბავშვებს ეხუტებოდა.
- ჯიმინ-აჰ შენ ძალიან კარგი სურნელი გაქვს - ყელში ჩაუძვრა მუჰიონი და ხმამაღლა შეისუნთქა ქერას მომაჯადოებელი სურნელი.
- ნეტა მეც მასე ვუყვარდე ბავშვებს, მეტი რაღა გამჭირვებია - ნაზი ღიმილით ლაპარაკობდა გოგო და მხარში ფრთხილად ჩაარტყა.
- მათ უყვარხარ ბინნა, თუ მოინდომებ ამას დაინახავ.
- ვერა, გუშინ შენს მაგივრად მე მომიწია ზღაპრების წაკითხვა მათთვის და ჩევონიმ მითხრა რომ ცუდი ხმა მაქვს ამიტომ სურდათ შენთვის დამეძახა.
- ნუ ბავშვობ რა ბინნა!
- აჰჰ ჯიმინა - ახლახან ძირს დამჯდარი ბიჭი მალევე წამოაყენა. - ადექი ბავშვებს ჭამის დრო აქვს.

- ოღონდ სუპი არა რაა~ - საწყალი სახე მიიღო ქერამ. - ხომ იცი მუჰიონი ვერ იტანს სუპებს და მერე ან დაძალება მიწევს ან კიდევ სამაგიერო საქმე. მეც ხომ ადამიანი ვარ? - არარსებული ცრემლები მოიწმინდა და ლეკვის თვალებით ახედა.
- დღეს გაგიმართლა ჯიმინა, ,,მაკარონი" გვექენება ხორცში.
- იეს,იეს! - დახტოდა აქეთ იქეთ და ტაშს უკრავდა.
- ნამდვილი ბავშვია, ამათ კი არა ამ საწყალს სჭირდება ძიძაც და ძილის წინ სიმღერაც - დანანებით ჩაილაპარაკა და სიცილით ოთახი დატოვა.
***

- ესეიგი მაინც არ აპირებ თავი დამანებო? - მობეზრებით იკითხა და საჩვენებელი თითით სათვალე გაისწორა.
- გეხვეწები ჯეონ, დაიწყე მუშაობა ისევ და მე ყველაფერს შეგისრულებ რაც მოგინდება. - ყელზე თითები წაებჯინა.
- ჰოსოკ ჰიონ, ყოველთვის ვითვალისწინებდი შენს დარიგებებს და მითითებებს,ახლა კი ვითხოვ რომ შენც დამიდგე  გვერდში და ეხლა შენ გაითვალისწინო ჩემი პასუხი ,არა' !

- კარგი რა ჯონგუკიი~ უბრალოდ ბარმენი იქნები, მათ ჭირდები!  გაითვალისწინე მათი მდგომარეობაც, თუ ბარმენს ვერ იშოვიან კლუბი დაიხურება და შენი ნახევარზე მეტი ნაცნობი უსამსახუროდ დარჩება. და ვის გამო? ერთი ლაჩარი ბიჭის გამო, რომელმაც ვერ შეძლო წარსულის დავიწყება და ცდილობს სხვის უბედურებაზე ააშენოს მისი ახალი ცხოვრება! კარგი რა ჯეონ! ნუ იქნები მშიშარა და ქვეშაფსია კურდღელი! ვიცი რომ მამაცი ხარ, ყველაფერი შეგიძლია ამ ცხოვრებაში. შენ დიდი მომავალი გაქვს გუკი, ამას ყველა ხედავს. დაივიწყე ჯიმინი! ვინაა ეგ ლაწირაკი ბავშვი რომ ასე გადაეკიდე და შენი ფერადი ცხოვრება სულ ნაცრისფერი გახდა?!, სად ჯანდაბაშია ის პატარა და ბედნიერი გუკი რომელსაც მე ვიცნობდი??.  გთხოვ ჯეონ, მართალ  მთელი გულით გთხოვ დაუბრუნდი ძველ სამსახურს, და თუ ეს შენ არ გესიამოვნება და ისევ დიდ ტრამვას მოგაყენებს, მე აღარასოდეს დავძრავ სიტყვას ამასთან დაკავშირებით.

ისეთი თვალებით იყურებოდა რთული იყო უმცროსს უარი ეთქვა. მას სჯეროდა მისი ჰიონის, მან იცოდა რომ ასეთი პოზიტიური ბიჭი მისთვის ცუდს არაფერს იფიქრებდა. იცოდა რომ თუ რამე საფრთხეს შეუქმნიდა გუკის ეს ყველაფერი ჰოსოკი ამას არ ეტყოდა. მას სჯერა მისი ჰიონის.
- ჰიონნ - გაწელვით უთხრა და თან თავლებში ჩახედა რომელშიც ვარსკვლავები ცეკვავდნენ. - კარგი. - ამოიოხრა. - მე მჯერა შენი.
- დიახ! - ტაში შემოჰკრა. - ესაა ჩემი ჯონგუკი!, ჩემი პატარა ბიჭი. - მაცდური ღიმილით დააჯილდოვა გუკი და კარებიში გაუჩინარდა.

Set Me Free Where stories live. Discover now