6 ✧

47 11 3
                                    

< ჯიმინის თვალთახედვა >

ჯიმინ შარში ხარ!

რა ჯანდაბის გამო ვერ გავთვალე რომ თუ მოგვიწევდა მოგვიანებით დაბრუნება ჯონგუკი აქ დამხვდებოდა?! შტერი ვარ, შტერი! დავრჩებოდი ბუსანში რა მინდა აქ?! ვიქნებოდი ვალებში ჩაძირული დეპრესიული ბიჭი, განა ნახევარი მსოფლიო ასე არაა? მაგრამ არა! მეგობრის რჩევები და თხოვნები ასე სულელურად და შტერულად არ უნდა მიიღო... ისეთი სახით მიყურებს გეგონება თმებში ჩამაფრინდება და აღარ მომშორდება. რატომ არ სკდება მიწა და რატომ არ ჩავყავარ შიგნით?! დამშვიდდი ჯიმინ, ყველაფერი ასე ცუდადაც არ არის, ბოლო ბოლო შენი ყოფილი ქმარია და არა დედაშენის ხომ შეგიძლია სიმშვიდე შეინარჩუნო? რათქმაუნდა, მე ხომ მსახიობის კურსებს გავდიოდი თინეიჯერობის ასაკში? რა მაქვს სანერვიულო? არც არაფერი.
- საყვარელო, ასე რატომ დაიგვიანეთ? - იკითხა დედამ და ჩემთან ახლოს მოვიდა, მე კი ინერციით უკან წავედი.- კარგად ხარ ჯიმინ? - შეშფოთებულმა იკითხა და ლოყაზე ხელი ამისვა.
- კი,კი. უბრალოდ ცოტა გადავიღალე.
- მაშინ დაჯექი და ეგ ჭუჭყის გროვა დასვი დაბლა. - ვაიმე, ლეკვი სულ დამავიწყდა. ისეთი დასაბანია მეც გამაჭუჭყიანა და გამატალახიანა.
- დეიდა, შეიძლება აქ დავბანო? თორემ მთელ სახლს მოსვრის.
- კი, რათქმაუნდა. ოღონდ გეხვეწები ძაღლის ბეწვები არსად არ დავინახო კარგი?
- კარგი, ოლივია არ გინდა წამომყვე?
- კიი~!
- განა მე არ მეპატიჟებით? - თურმე ვაჟბატონსაც სცოდნია საუბარი, ის რა თან უნდა გამოგვყვეს? რათ სჭირდება ძაღლს სამი ადამიანის დახმარება დაბანაში? მეც კარგად გავართმევ მარტო თავს! თავში ქვა უხლია... რაც უნდა ის გააკეთოს მე ვინ მეკითხება.
- ჯაკუზში უნდა ვაბანაოთ? - იკითხა ოლივიამ საბაზანში შესვლისას.
- სხვა გზა არ გვაქვს, მაშინ მოგვიწევს ონკანის ნიჟარაში ჩავსვათ ეს კიდევ ძალიან არაკომფორტული იქნება.
- სად დევს ძაღლისთვის განკუთვნილი შამპუნი?
- კარის უკან სკამი რომაა ხომ ხედავ? მაგაზე დევს.
- კარგით ეხლა მისმინეთ! - და-ძმა დავაყენე ჩემს პირდაპირ.
- ჯონგუკ შენ ლეკვს დაიჭერ რომ უცბად არაფერმა აურიოს ტვინში და არ გვეცეს, ოლივია შენ დუშს დამიჭერ და ლეკვს მიუშვერ, მე კი ამ პატარა საოცრებას დავბან.
- ყველაზე კარგი გამოსავალი თავისთვის დაიტოვა. - გამცა პასუხი ჯონგუკმა და თვალები აატრიალა.
- თუ არ გინდა, მაშინ დატოვე აბაზანა.
- ნუ იღრინები ჯიმინ, დავიჭერ სხვა რა გზა დამრჩენია?
- მაშინ დავიწყეთ!

Set Me Free Where stories live. Discover now