3 ✧

68 10 5
                                    

- დღეს ახალი ამბავი გაიგე? - იკითხა ბინნამ და ქერას ყავა გაუწოდა.
- არა, რამე ხდება? - ყავა მოსვა და კარადას მიეყუდა.
- როგორც მოგეხსენება ეს საბავშვო ბაღი საკმაოდ დიდი ხანია არის, 100% დან 70 % ი არის იმის დასტური რომ ეს ბაღი სულ რაღაც სამ დღეში დაინგრევა.
- ღმერთო... მერე მე რა მეშველება?, მომიწევს ვალებში ჩავიძირო და ჩემი ერთადერთი საცხოვრებელი ადგილი გავყიდო?!, რა უსამართლობაა!
- ჯიმინა~ - რბილად დაიწყო საუბარი და ბიჭისკენ მიიწია. - შენ ძალიან კარგად იცი რომ ყოველ შემთხვევაში შემიძლია დაგეხმარო და გვერდში ამოგიდგე მაგრამ... ხომ შეიძლება რომ ისევ იქ დაბ..
- არ გაბედო სიტყვის დამთავრება! რაც არ უნდა მოხდეს, გინდ სიკვდილით მემუქრებოდნენ მაინც არ წავალ იქ! დავიწყებ ახალ სამსახურს და როგორღაც შევძლებ ბინის შენარჩუნებას მაინც.
- შენ ძალიან კარგად იცი რომ ამ სახლის მეპატრონეს არ სიამოვნებს ქირის ხურდა ხურდა გადახდა ჯიმინ! მოუხმე ტვინს და დაფიქრდი რომ ეს ბაღიც რომ არა, აქ საცხოვრებლად არავითარი მიზეზი არ დაგრჩება !
- მაგრამ აქ შენ მყავხარ!
- აღარ ვიქნები ჯიმინ აქ... სამუდამოდ შენთან ერთად ყოფნა არ მიწერია.
- რას ამბობ ?
- ამერიკაში მივდივარ..
- მეხუმრები ხომ?
- ჯიმინ... - ამოიოხრა და ჩუბლი ხელით მოიზილა.
- რა ჯიმინ?, რაა?! - გაჰყვიროდა ქერა და ხელებს აქეთ - იქით ასასავებდა ჰაერში.
- გახსოვს რომ გაგაფრთხილე? ,, მე არ ვაპირებ ყოველთვის შენთან ერთად ყოფნას, მე მომიწევს შენი დატოვება და ეს ძვირად დამიჯდება მაგრამ, მე არ მოგცემ იმის შანსს რომ დამივიწყო ოდესმე" გახსოვს ესს? შენ კი მიპასუხე რომ ეს თუ ოდესმე ასე მოხდებოდა,  შენ გამიშვებდი მიუხედავად იმისა თუ რამდენად მნიშვნელოვანი ვიყავი, ვარ, და იმედია მომავალშიც ვიქნები შენთვის.
- ეს ძნელია ბინნი, შენს გარეშე და თან ბუსანში მარტო?? , ეს ერთ დიდ კოშმარს გავს.
- ეს კოშმარი იქამდე გაგრძელდება სანამ შენს ოჯახში არ მიხვალ და იქ არ გააგრძელებ ცხოვრებას!
- აჰჰ ბინნა , აჰჰ!
- მიდი ჯიმინა, მიდი.. ხომ იცოდი შენც ძალიან კარგად იცი რომ სამუდამოდ არ შეიძლება ერთ ადგილას გამოკეტვა, ჩადი და მოინახულე შენი ძმა, დედა, მამა და იცხოვრეთ ბედნიერად ერთად! - დაასრულა გოგონამ თავისი სათქმელი და ოთახი დატოვა.

💬
,, გამარჯობა ბიძია ჰისუნ, როგორ ბრძანდებით? "

,, შვილო ჯიმინ, რამდენი ხანია არ მოგვიკითხავს ერთმანეთი! აბა რა ხდება შენს თავს? "

,, ჩემი უფრო ნაკლებად მოსაკითხავია, თქვენსკენ რა ხდება? როგორაა დეიდა ჯივუნი? პატარა ოლივია, დედა, მამა?

,, უფროსები ვმუშაობთ და ვართ რა, მამაშენმა მაღაზია გახსნა აქვე პატარა უბანში, დედაშენმა ყვავილების მაღაზია, ახლოს მამაშენთან. შენმა ძმამ სამსახური დაიწყო, დიდ ბიზნესს მოჰკიდა ხელი და იმედია ბოლომდე მიიყვანს. აქეთკენ კიდევ დეიდაშენი მაგიჟებს, იმის შემდეგ რაც გაცივდა და საშინელი ვირუსი გადაიტანა გარეთ აღარ გადის, ამბობს თქვენ ჩემი სიკვდილი გინდათო, ჩვენც ხმასაც ვერ ვიღებთ. ოლივია უკვე ექვსი წლისაა იმდენს ლაპარაკობს ჩვენ ძლივს ვუძლებთ. ღამე მთვარეული სჭირს არც იქ ჩერდება, მოკლედ ერთი დიდი კოშმარია... "

,, ჯონგუკი...? "

" რა ? ,,

,, რას შვრება ჯონგუკი? "

,, ცუდს არაფერს, ბოლო დროს მასთან თბილი ურთიერთობა ჩამოვაყალიბე. მაგრამ საერთოდ არ გამოდის თავისი  ოთახიდან , ასე მგონია რომ პრინცესა ფიონაა და თავის მსხნელს ელოდება კოშკში."

,, ღმერთო... რამდენი რამე შეცვლილა ჩემი წასვლის შემდეგ... "

,, არ აპირებ დაბრუნებას ჯიმინ? "
,, არ ვიცი, ალბათ ახლო მომავალში ჩამოვალ და მოგინახულებთ :) "

,, იმედია მალე იქნება ეს დღე ჩემო ბიჭო! იცოდე პირველი ჩვენთან მოდი, ისეთ სუფრას გავშლი რომ ამაზე საუკეთესო დახვედრა არ გენახოს შენს სიზმრებშიც "

,, მადლობა ბიძია ჰისუნ ♡, საუკეთესო ხართ"

,, ეს შენ ხარ საუკეთესო ჯიმინ, ეხლა წავედი პატარა გოგონა პარკში უნდა გავასეირნო "

,, ბედნიერი დღე :) "

,, ასევე ჯიმინ "

***
ნელ - ნელა მუზა მიდის 😅, ძალიან ცოტაა ის რასაც ვწერ მაგრამ ჩემი ჯანდაბური მუზა ისე მიდის და არც მემშვიდობება,ერთი შეხედვით იოლი საქმე მეგონა...
ნუ just forget. anyways, მადლობა რომ კითხულობთ, ჩემთვის თითოეული თქვენგანი ძალაინ მნიშვნელოვანი ხართ ❤️

Set Me Free Where stories live. Discover now