-ადექი ჩქარა პირველ დღეს დავაგვიანებთ!-ჩამყვიროდა ყურში ჩემი შეშლილი დაქალი და ძილის საშუალებას არ მაძლევდა
-კარგი რა არ შეგიძლია ცოტა ხანი ძილი მაცადო!-მობეზრებით ჩავილაპარაკე და ბალიშში თავი ჩავრგე,მაგრამ ვინ გაცადა აიღო ბალიში და თავში მირტყამდა,
-კარგი ვდგები გადარეულო!-ბუზღუნით წამოვყავი თავი ბალიშიდან...
დღეს უნივერსიტეტში ჩვენი პირველი დღეა,ალბათ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა.
მე მარიამი ვარ...მარიამ ბერიძე.წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მოვეწყვე, და დადგა ის დროც როდესაც მივდივარ იმ უცხო ადგილას,
ჩემი გადარეული და შეშლილი დაქალი ანი ართმელაძე გახლავთ.ისიც წელს მოეწყო უნივერსიტეტში,მაგრამ ჩემგან განსხვავებით მას კულინარია იზიდავდა და კულინარიაზე ჩააბარა.
ჩემთვის კულინარია რატომღაც მოსაწყენი თემააა.
ახლა უნივერსიტეტის შესასვლელთან ვდგავარ,ორივე ახალი თავგადასავლების მოლოდინში,როგორც იქნა შევედით და ყველას ყურადღება მივიქციეთ.
ბევრი სტუდენტი ირეოდა ერთმანეთში,
ზოგი ჯგუფურად იდგა,ზოგიც კი გარემოს თვალიერებაში იყო გართული.
-უკვე მომწონს ეს ადგილი-გადმომჩურჩულა ანიმ და თვალები პირველკურსელთათვის დაფაზე შეაჩერა.
გარემოს თვალიერების შემდეგ გადავწყვიტეთ მე და ანიმ დაფებთან ახლოს მივსულიყავით რომლებზეც ლექციების დრო და ადგილი იყო მითითებული,
სწრაფად მოვძებნე ჟურნალისტიკის სტუდენტთა გრაფიკი და ფოტო გადავუღე.
პირველი ლექცია 12 საათზე მიტარდებოდა ქალბატონ მარინეს კაბინეტში.მანამდე კი 1საათიანი მისასალმებელი კომფერენცია უნდა ჩაეტარებინათ.
დიდი ალიაქოთი იყო დარბაზში.
რადგან თითქმის ყველა პირველკურსელი სტუდენტი იქ იყო.
15 წუთიანი ლოდინის შემდეგ რამოდენიმე სტუდენტი გავიცანით მე და ანიმ,ყველა სასიამოვნო პიროვნება აღმოჩნდა.სესილი ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობს.სესილი FLEX-ის პროგრამით ამერიკაში იყო წასული.
ბაუშვების ალიაქოთში უეცრად 4 ბიჭი შემოიჭრა სიცილით,როგორც ჩანს უფროსკურსელები იყვნენ.
-გამარჯობათ ყველას.მოკლედ გეტყვით
...დღეს წვეულება იმართება,ვინც გართობის მოყვარულები ახალგაზრდა პირველკურსელები ბრძანდებით ეს წვეულება თქვენთვისაა,მისამართს გარეთ გამოკრულ პლაკატიდან გაიგებთ,
მე და ანი უნივერსიტეტის დიდ დერეფანსი მივდიოდით.
-რას ფიქრობ წავიდეთ წვეულებაზე?
-ძალიან დავიღალე ანი,არ ვიცი
-კარგი რა მარიამ,გავერთობით...თან ბევრ სტუდენტსაც გავიცნობთ.
სახლში დაბრუნების დროს ანი ისევ მთხოვდა წასვლას დიდი თხოვნის შემდეგ დავთანხმდი და მზადება დავიწყეთ.მე ვერცხლისგერი კაბა ჩავიცვი ანიმ კი წითელი ჩანთაში ჩავალაგეთ სასურველი ნივთები და ტაქსი გამოვიძახეთ.
____________________________________________PART2 მალე დაიდება ბევრს არ გალოდინებთ