1

721 45 79
                                    

მობეზრებულმა ამოვიოხრე და ცას ავხედე. აუჰ.. მზის ყურება მართლაც რომ მტკივნეულია თვალისთვის, მაგრამ იცით რაარის ამაზე მტკივნეული? ჩირლიდერების ყურება თუ როგორ პოზიორობენ და კისკისებენ მოთამაშეების წინ -_- არ შეუძლიათ ცოტა ჩუმად იყვნენ? მე უბრალოდ სწავლა მინდოდა, მაგრამ დამავიწყდა, რომ წლევანდელი ფეხბურთის თამაშის აუდიცია იყო. ჯანდაბა აქ სწავლა შეუძლებელია!

სამწუხაროდ შემთხვევით დავაცემინე.. ხმამაღლა. ამ დროს ხმაური შეწყდა და ყველამ ჩემსკენ გამოიხედა. Oh.. shit.. საშინლად უხერხული მომენტია.. ნერწყვი ძლივს გადავყლაპე..

- აი ისიც - ხმამაღლა წამოიძახა და ყველას ჩემზე მიანიშნა - მგონი ვიპოვეთ ის ვინც გვჭირდებოდა

- ძალიან კარგია! თან ლამაზია! ამ თემისთვის იდეალური იქნება - გამიღიმა მეორემ. და აი ახლა ბოზების დედოფალს ჯულიას ყველაზე საშინელი რეაქცია ჰქონდა ამაზე. ნეტა გენახათ მისი სახე სიბრაზისგან როგორ გაწითლდა. თვალები ჩაუშავდა.

- უკაცრავად ბიჭებო, ბრმები ხართ? ეს გლეხი გულშემატკივარიც კი არ არის და შეხედეთ მის არეულ თმას და იაფფასიან ტანსაცმელს - ზიზღიანი თვალებით შემომხედა

- მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის მაინც ყველაზე ლამაზია - მეორემ თავი დაუქნია. როგორც ჩანს ეს ბიჭები ჩემი სილამაზით აღფრთოვანებულები იყვნენ ან რატომაც არ იქნებოდნენ.

ჯულიამ მკვლელი თვალებით შემომხედა და ეს სიგნალი იყო იმისა რომ ადგილიდან მომეხია. რა თქმა უნდა დამეწია აბა მის გრძელ ფეხებს ვინ გაუსწრებს. ხელი საყელოში ჩამავლო და მისკენ მომქაჩა

- ყოველთვის გახსოვდეს შენ უბრალოდ მოახლის ძუკნა შვილი ხარ და მეტი არაფერი. არ გაგიტკბეს - მკლავი მოვუგრიხე და ახლა მე გავაგრძელე ლაპარაკი.

- ყოველ შემთხვევაში, მე შენზე ლამაზი ვარ. დაიმახსოვრე - თავი ძლიერად გავაქნიე ისე რომ ჩემი თმები სახეში მოხვდა და გავიქეცი. უნდა მეთქვა შენზე მეტი ტვინი მაქვსთქო, მაგრამ ბოზებს მხოლოდ სილამაზე აინტერესებთ. ხომ ასეა? ეს მას ყველაზე მეტად გაამწარებს. ვიცი რომ ამის გამო მწარედ მაგებინებენ პასუხს, მაგრამ ამად ღირს.

in love with a playboy •|| J.jkNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ