9

282 45 24
                                    

მეოთხე დღეა რაც ჯონგუკი მაიგნორებს. მართალი რომ ვთქვა მივეჩვიე. მასთან ლაპარაკი არც მიცდია. არც კი შემიხედავს.

კაფეტერიაში ვზივარ და ჩემს თეფშზე მყოფ პიცის ერთ ნაჭერს უფროსწორად ფიცარს უმადოდ დავყურებ რა დროსაც ჩემთვის უცნობი ხმა შემომესმა.

- გამარჯობა.. შეიძლება აქ დავჯდე? - გვერდით გავიხედე და მაღალი სუსტი ბიჭი დავინახე ყავისფერი თმით და ამავე ფერის თვალებით ნერდულად ჩაცმული. ხელში ლანგარი ეჭირა რომელზეც თავისი წილი საჭმელი ედო და მორცხვად მიყურებდა.

- რა თქმა უნდა - თბილად გავუღიმე. ისიც მალევე მიუჯდა მაგიდას.

- მადლობა.. რა გქვია? - გამიღიმა და საჭმლის ჭამა დაიწყო.

- ქენდისი - მეც გავუღიმე.

- უცხო სახელია, მე თეჰიონი ვარ - ხელი გამომიწოდა და მეც ჩამოვართვი.

- გამარჯობა თეჰიონ - გავუცინე - რომელ კლასში ხარ?

- ერთ კლასში ვართ.. - დავიბენი და თვალების იქით აქეთ ცეცება დავიწყე

- ჰა? - გაეცინა

- გუშინ გადმოვედი აქ. წინა სკოლიდან გამომაგდეს - ისე თქვა ვითომც არაფერი და ჭამა გააგრძელა

- რატომ? - ცალი წარბი ავუწიე და მის ანგელოზურ სახეს დავაკვირდი

- დირექტორის მანქანაზე სპანჯბობი დავხატე - სახე დაუნაღვლიანდა მე კი ნერწყვზე დავიხრჩვი

- ჯანდაბა რატომ? - გამეცინა

- ჰელოუინზე სპანჯბობის ფორმით მივედი სკოლაში.. დირექტორის შვილიშვილმა სახალხოდ დამცინა და გაბრაზებულზე ეს გავაკეთე - ხელები გადააჯვარედინა

- მაშინ ღირსი ყოფილა - ორივეს გაგვეცინა.

- ძლივს ერთი ნორმალური ადამიანი ვიპოვე.. იმ მაგიდას ხომ ხედავ? - თითი იმ მაგიდისკენ გაიშვირა სადაც ხუთი შავებში ჩაცმული ბიჭი იჯდა და ისე განიხილავდნენ რაღაცას გეგონება აგენტები იყვნენ - მათ რომ მივუჯექი დინოზავრებზე დამიწყეს საუბარი.. ყველაფერს გეფიცები შემეშინდა

Hai finito le parti pubblicate.

⏰ Ultimo aggiornamento: Sep 11, 2023 ⏰

Aggiungi questa storia alla tua Biblioteca per ricevere una notifica quando verrà pubblicata la prossima parte!

in love with a playboy •|| J.jkDove le storie prendono vita. Scoprilo ora