6

215 33 9
                                    

- ძუკნა წინ იყურე! - გაბრაზებულმა დაიკივლა. ჯულიას თავი ნამდვილად არ მქონდა. მთელი ღამე არ მეძინა ჯონგუკის ფიქრში. შეიძლება გავგიჟდე, ამიტომ არ მინდოდა შარი და გვერდი ჩვეულებრივად ავუარე - არ გესმის რომ გეუბნები?? - ხელი უხეშად ჩამავლო

- თავი დამანებე თორემ ისეთი რაღაც მოხდება რაც არ მოგეწონება - წყნარი ტონით ვუთხარი

- გგონია წყნარად გაგიშვებ იმის შემდეგ რაც სასმელი ჩემს ახალ კაბაზე გადამასხი?!?? - ხელი ყელზე წამიჭირა.

- შენ თვითონ დამეჯახე - მისი ხელებისგან თავის დახსნას ვცდილობდი

- კაბა გამიფუჭე!! - უფრო მაგრად მიჭერდა ხელს. მკლავზე ვუბწკინე.

- არ მაინტერესებს!! - ნერვებმა მიმტყუნა და დავუყვირე. ხელი გამიშვა. კინაღამ დამახრჩო ამ ვირთხამ. ნატკენ ადგილს ვიზელდი როდესაც ლოყაზე საშინელი წვა ვიგრძენი და ამას მაღალი გარტყმის ხმაც მოჰყვა. ბალანსი ვერ შევინარჩუნე და დავვარდი. ირგვლივ მთელი სკოლა ყველა გაისუსა. პირზე ხელებს იფარებდნენ.

- ეს კაბა შენზე ბევრად ძვირადღირებულია!! - ეს სიჩუმე ჯულიას გაბრაზებულმა ღრიალმა მოიცვა. ახლა მოვწვი რომ გამარტყა.

ადგომას ვაპირებდი რა დროსაც ფეხი სახეში ძლიერად გამომიქანა. ისევ დავეცი. მთელი სკოლა კაფეტერიაში ამ სანახაობას ინტერესით უყურებდა. ახლა მუცელში მომხვდა. თავბრუსხვევა ვიგრძენი. საყელოში ჩამებღაუჭა და უხეშად ამაყენა. ისევ დარტყმას აპირებდა როდესაც ხელი ვიღაცამ დაუჭირა.

- რა ჯანდაბას აკეთებ?!? - ჯონგუკი იყო. სახე გასწითლებოდა და ყელზე ვენები დაჭიმვოდა. - ჯულია მიპასუხე რა ჯანდაბას აკეთებ?? - დაუღრიალა. მართლაც რომ გაბრაზებული ჯონგუკი ძალიან საშიში იყო..

- გამიშვი უნდა მოვკლა!! - მანაც დაუყვირა - ნუ მიჭერ ხელს მტკივა! გამიშვი!!

- ჯერ ქენდისი გაუშვი - შეუღრინა ჯონგუკმა. მანაც გამიშვა. უნდა დავვარდნილიყავი, მაგრამ ჯონგუკმა დამიჭირა

in love with a playboy •|| J.jkWhere stories live. Discover now