–დარწმუნებული ხარ?-იკითხა შავგვრემანმა ბიჭმა და სავარძლიდან წამოდგა.
–რაზე?-სარკაზმით იკითხა ქერათმიანმა.
–მართლა არაფერი იცი მკვლელობის შესახებ?არაფერი იცი, ვინ მოკლა შენი შეყვარებული?-ეჭვით იკითხა ბიჭმა.
–მისტერ ჯონ,რადგან ჩემი შეყვარებული იყო,აუცილებლად უნდა ვიცოდე ვინ მოკლა?
ყველაფერი დაწვრილებით გითხარით,წინა დღეს იყო ჩემთან.
ვიჩხუბეთ! ვიჩხუბეთ რადგან ვიღაც სირისტიანთან მიღალატა.
მე მას სილა გავარტყი,ნუ უფრო უნდა მეცემა,მაგრამ ეს უკვე სერიოზულ ძალადობაში გადაიზარდებოდა.
-ჩაიხითხითა პაკმა.–და ამის მაგივრად დანა ჩაარტყი ზურგში არა?-ტუჩის კუთხე ჩატეხა გამომძიებელმა.
–უკავრავად,შიგ ხო არ გაქვთ?
–სიტყვები შეარჩიე!-ჯონმა მაგიდაზე, ძლიერად დაარტყა ხელი.
ისე ძლიერად რომ თვით პაკ ჯიმინიც კი შეკრთთა.–მაშინ რაღაც სისულელებს ნუ მაბრალებთ!-სიმშვიდეს მაინც ინარჩუნებდა პაკი.
–მე შენგან სიმართლე მჭირდება,რათა გამოძიება დავიწყო.
ადრე თუ გვიან,მკვლელს აუცილებლად ვიპოვნი!-კბილებში გამოსცრა ჯონმა და ტელეფონი მაგიდაზე დააგდო.–აბა ჰე,წარმატებები! მე დავასრულე-თქვა პაკმა და ოთახი დატოვა.
***
–შენი აზრით გამოძვერი ამ საქმიდან?-იკითხა ახალგაზრდა ბიჭმა და პაკს წელზე ხელი მოხვია.
–არ ვიცი.-კისერში თავი ჩაურგო ჯიმინმაც.
–ჩემო პატარავ,იქნებ ჯობია აღიარო რომ..-სიტყვა ჯიმინის ტუჩებმა შეაწყვეტინა.
–თემინ..-კოცნებს შორის ლუღლუღებდა პაკი-ტკბილო..სიმართლე მხოლოდ შენ იცი..-დაიჩურჩულა ქერათმიანმა და ბიჭს კისერზე, ხელები მჭიდროდ მოხვია.
–ხომ არ მიღალატებ?-გაჩერდა ჯიმინი და წაბლისფერთმიანს თვალებში მიაშტერდა.
–რა სისულელეეა..
–თუ ჯონი დასაკითხად გაგიწვევს?
–რაც არ უნდა მოხდეს,მე შენი ერთგული ვიქნები..-უპასუხა თემინმა და ცხვირით პაკის ყელს შეეხო.
–მიყვარხარ თემინ..-ჩაიბუტბუტა ჯიმინმა და ბიჭი კოცნის მორევში ჩაითრია.
მხურვალე სექსის შემდეგ,თემინმა პაკი კოცნით დააჯილდოვა.
–ჩემი ხარ..სამუდამოდ ჩემი-უჩურჩულა ბიჭმა და გვერდით მიუწვა.
***
თემინმა მითხრა რომ არასოდეს მიღალატებდა.
გული ძალიან ცუდს მიგრძნობს..
არ მინდა რომ ამ ნაბიჭვარმაც ჩამიშვას.გონებაში იმ ნაძირალა გამომძიებლის სიტყვები ჩამესმოდა..
"ადრე თუ გვიან მკვლელს აუცილებლად ვიპოვნი"-ო..
სასაცილოა..
მაგრამ მთლადაც არა..თემინს ვაკოცე და ვუთხარი რომ წყლის დასალევად,სამზარეულოში გავიდოდი.
წყალი დავლიე,უჯრა გამოვაღე და ყველაზე ბასრი დანა ავიღე..
ჩემი შემდეგი სამიზნე, ოთახში მელოდა..
ოთახში რომ დავბრუნდი, თემინი ზურგით იწვა.
უკნიდან მივეპარე და მოვეხვიე..
მხრებზე ვაკოცე..–ჩემი ხარ..ჩემი..-მითხრა და თმაზე მომეფერა,ისე რომ არც კი გადმობრუნებულა..
–შეცდი..არავისი არ ვარ!-დავისისინე და ზურგში დანა ჩავარტყი.
–ჯიმ..-წელით ზემოთ აიწია, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ ამოისუნთქა..
ეს უკვე ჩემი მეექვსე მსხვერპლია.
საინტერესოა ვინ იქნება მეშვიდე...____________
ისევ მოგესალმებით🫶
დიდი ალბათობით სამთავიანი ფიკი იქნება..
იმედი მაქვს მოგეწონებათ.