-დაპატიმრებული ხარ პაკ ჯიმინ!-გესმის იმ ადამიანის მკაცრი ტონი,რომელსაც ნაძირალას ეძახი.
ხელებზე ბორკილებს გიკეთებს და მანქანაში გტენის.
ეწინააღმდეგები მაგრამ ვერ ერევი.
შენზე ძლიერია.გეშინია,ცხოვრებაში პირველად შეგეშინდა.
პირველად გტკივა ასე ძალიან.
ახლა რაც არ უნდა მოიფიქრო,მორიგი ხრიკები არ ჭრის.
ჯონ ჯონგუკმა სიმართლე გაიგო!"შეშინებული იღვიძებს პაკი და ტანით იწევა.
გვერდით,მძინარე სხეულს შეხედა და წუხანდელი თავში ამოუტივტივდა..თავზე ხელები მოიჭირა და შეიკურთხა.
-ჯანდაბა-ჩურჩულებდა პაკი.
სწრაფად დგება საწოლიდან,იქვე მიგდებულ შავ ზედას იღებს და იცვამს.
სულ არ აინტერესებს ვისია,უბრალოდ სურს დაიფაროს მისი სხეული.მეორე ოთახში გარბის,მაგიდას ეყრდნობა და აანალიზებს რაც მოხდა.
ის მის უდიდეს მტერთან იწვა..
გამომძიებლი,ჯონ ჯონგუკი ხომ მისი ეგრედწოდებული მტერია..
დანას იღებს და ხილს ჭრის.
თეფშზე ლამაზად აწყობს და სკამზე ჯდება.
ელოდება როდის გაიღვიძებს ჯონი,მისი შემდეგი მსხვერპლი..-მეგონა წახვიდოდი-ოთახში ბოხი ხმა გაისმა. პაკმა უკან გაიხედა და დაინახა კარის ზღრუბლთან როგორ იდგა მაღალი,ლამაზი აღნაგობის ბიჭი.
შავი სპორტული შარვალი ეცვა,ზედა ტანი კი მოშოშვლებული ჰქონდა.-ჩემი მაისურიც შენ გაცვია..-ჩაიცინა ხმის პატრონმა და შენკენ დაიწყო სვლა.
-ხო?.არც შემიმჩნევია-თავის მართლებას იწყებ და ცდილობ ნერვიულობა დამალო.
-არაფერია,გიხდება -ჩაიხითხითა ჯონმა და მაგიდას მიუჯდა.
-თუ იმის გამო ხარ ასე უხერხულად,რომ გუშინ სექსი გვქონდა..-საუბარი დაიწყო ჯონმა
-ჯანდაბა..უბრალოდ დაიკიდე კარგი?ვფიქრობ არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი. ჩემთანაც ასეა. პირველი არ იყავი და არც ბოლო იქნები. ხოდა მოდი ჩვენ ჩვენ საქმეს მივხედოთ.
ყველაფერი დაიკიდე რა..-სიტყვები ერთმანეთს მიაყარა ჯონგუკმა და წვენი დალია.