1.

278 28 18
                                    

ზაფხულის გრილი სიო უბერავს, ნახევრად სავსე ავტობუსში მჯდომ ჯონგუკს თმებს უჩეჩავს. ბიჭი მზისკენ აბრუნებს თავს და სიტკბოთი შესცქერის გარემოს. ნერვიულობდა, თანაც ძალიან. ეშინოდა ქალაქიდან სოფელში წამოსვლის, რადგან ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავდა, მაგრამ დიდად არც უფიქრია ამაზე, რადგან სოფელში დასასვენებლად მოდიოდა და არა მომავლის ასაწყობად.

- ჯანდაბა,- ხმადაბლა იძახის და ფეხზე დგება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ მიუღწევია საჭირო გაჩერებამდე, ზღვისა და ბუნების სურნელს ვერ ერევა. ფიქრობს, რომ ცოტას ფეხით გაისეირნებს და აქაურობას დაათვალიერებს კიდეც.

ავტობუსიდან რომ ჩამოდის, გზიდან გადადის. ქვიშაზე როგორც კი იწყებს სიარულს, ფეხსაცმელს იხდის და ხელში იჭერს. ჩანთებს იქვე აწყობს, ღად ისუნთქავს ჰაერს, ტელეფონსა და სხვა ნივთებს, რომელიც ჯიბეებში უწყვია, ჩანთასთან აწყობს და წყალში შედის მუხლებამდე. ჯერ სახლშიც არ მისულა და არ უნდა მეპატრონეს მთლიანად სველი შეხვდეს. ათ წუთიანი ნებივრობის შემდეგ ხვდება, რომ წასვლის დროა, აქ სხვა დროსაც მოასწრებს მოსვლას, მითუმეტეს რომ ჯონგუკი მოხიბლულია ამ ადგილით და დარწმუნებულია, რომ აქედან მალევე არ წავა.

ჩანთებს რომ იღებს, ბილიკს მიუყვება. ბევრი სახლი არ არის, მაგრამ ყველა თავისებურად ესთეტიკურია, ფერადი. ეზოში უამრავი მცენარე ყვავის, სხვადასხვა ხილის ხე აყვავებულიყო, ჯონგუკი რამდენიმე ვაშლსაც იპარავს და სწრაფი ნაბიჯებით იძურწება იქიდან.

- გამარჯობა,- ხმადაბლა ესალმება ქალს, რომელიც უკვე სახლის კარებს კეტავს,- ბოდიში დაგვიანებისთვის, საცობში მოვყევი. მე ჯონგუკი ვარ, თქვენთან ბინის გამო დავრეკე...

- ოჰ, ჯონგუკ,- იძახის ქალი და უცნაურად ათვალიერებს, აშკარად არ სჯერა რომ საცობში გაიჭედა,- ახლა წასვლას ვაპირებდი რომ აღარ გამოჩნდი და არც დარეკე.

DaylightWhere stories live. Discover now