5.

84 17 8
                                    

ჯონგუკი დილას თვალებს ძლივს ახელს, მზის სხივები პირდაპირ სახეზე ანათებს, თითქოს ძალით გადაწიეს ფარდა ასე. უცხო ოთახს ათვალიერებს და ხვდება, რომ საკუთარ სახლში არ არის, თუმცა მეხსიერება არ ღალატობს და მაშინვე ახსენდება ყველაფერი წინა ღამიდან, საკუთარ თავს მადლობას უხდის რომ რამე არ მიქარა.

ტუმბოზე შემოდებულ ტელეფონს იღებს და პირველ რიგში მესიჯს კითხულობს, ოხრავს, თუმცა მიდორის ჩამოსვლა ნამდვილად უხარია. საბანს იძრობს, წამით დაჰყურებს მას და ვერ ხვდება ასეთ სიცხეში როგორ გაძლო ამით, შემდეგ კი თმების ჩეჩვით გადის მისაღებში, სადაც თეჰიონს ამჩნევს ჭიქით ხელში სამზარეულოს მაგიდასთან მდგომს.

- დილამშვიდობისა,- ჩვეული ბოხი ხმით ესალმება და ჭიქას უცურებს,- არ ვიცოდი რომელს სვამდი, ამიტომაც ყავა გაგიკეთე.

- მადლობა,- მაშინვე იყუდებს, ცოტათი ცხელია, თუმცა არაუშავს,- ბოდიში შეწუხებისთვის.

- არაფერია,- ხელს აქნევს ჰაერში, თუმცა თეჰიონის ხასიათის ცვლილებას ტელეფონში მოსული მესიჯი წარმოადგენს.

- მაშინ წავალ, აღარ შეგაწუხებ,- თეჰიონი არაფერს ამბობს, უკან მიჰყვება და აცილებს. შემდეგ კი დაღვრემილი შედის სახლში.
ჯონგუკი ღრმად ისუნთქავს სუფთა ჰაერს და ოცნებობს შინ მისულს დედა იქ არ დახვდეს. ეზოს რომ უახლოვდება ნელა აღებს კარებს, უჩუმრად, სახლი ცარიელია, სიჩუმეა და თითქოს შვებასაც ჰგვრის ეს.

ეღიმება, მუხლები ეკეცება და ჯერ კიდევ ცოტახნით ცივ ბალახზე აგრძელებს წოლას, თითქოს ახლიდან დაიბადა, არ ბეზრდება მოწმენდილი ცის ყურება.

მალევე შხაპს იღებს, სასმლის სუნს იცილებს და ოთახს ალაგებს, ტანსაცმლისგან ცლის და სველს ეზოში ფენს. შემდეგ კი უბრალოდ სამზარეულოში ტრიალებს დროის გასაყვანად.

" ერთი გაჩერებაც და მანდ ვარ, ოღონდ შენ თუ დამხვდები კარგს იზამ, თორემ დავიკარგები))))"

DaylightWhere stories live. Discover now