2.

106 26 15
                                    

ჯონგუკი მოსაღამოვებულს სეირნობით მიიწევს კვლავ სანაპიროსკენ. თეჰიონის ასე ნახვამ და გაცნობამ ცოტა უცნაური გრძნობა დაუტოვა. გონებიდან ვერ იგდებს. მისი ხმა ჩაესმის მუდამ.

- ჯონგუკა,- ყვირის ჰოსოკი შორიდან და ხელს იქნევს,- მოდი სწრაფად, მალე დაიწყება.

აცხადებს და ჯონგუკიც ნაბიჯებს უჩქარებს. როგორც ჩანს, სანაპიროზე შემოკრებილიყვნენ ახალგაზრდები, ზოგი ფეხზე დგას, ზოგიც კი ქვიშაზე ზის. ჯონგუკი ხვდება, რომ მეტს ვეღარ გაუძლებს, ამიტომაც იუნგის გვერდით იკავებს ადგილს და ჰოსოკის ლაქლაქს ყურადღებას აღარ აქცევს. ბიჭი, რომელიც გიტარაზე უკრავს, რამდენიმე სიტყვას ამბობს და შემდეგ ჯონგუკს ყურებში ლამაზი მელოდია ჩაესმის. იცის ეს სიმღერა, თანაც ძალიან კარგად.

ჯონგუკი ჯერ კიდევ სტუდენტი იყო მუშაობა რომ დაიწყო, უფრო სტაჟიორი იყო სამი თვე. შემდეგ ჩაერთო ნელ - ნელა საქმეებში, მაგრამ ძალიან რთული გრაფიკი ჰქონდა, რადგან სახლში მისულს დასვენება არ შეეძლო, სანამ დედის მოთხოვნებს არ აასრულებდა. ჯონგუკი ვერ იტყვის რომ მშობელი დედა სძულს, ვერ შეიძულებს, რადგან ერთადერთი ჰყავს ვინც დარჩა. მამა სამი წლის წინ ავარიით გარდაიცვალა, ამიტომაც იძულებულია საკუთარი სწავლის თანხა თავად გადაიხადოს. მამის გარდაცვალების შემდეგ დედა სერიოზულად შეიცვალა, აღარ იყო ისეთი თბილი და მოსიყვარულე, როგორც ადრე, რამდენჯერმე კაცის სიკვდილში ჯონგუკიც კი დაადანაშაულა, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში იყო.

მართალია ჯონგუკს ის არ სძულს, მაგრამ დაიღალა, თანაც ძალიან. სამი წლის განმავლობაში მის კაპრიზებს უძლებდა, ხშირად რამდენიმე დარტყმასაც და დამატებით საათებსაც კი, რადგან ის თანხა, რომელიც დედამისმა ჯეჯუს კუნძულზე დასასვენებლად გამოიყენა, გამოემუშავებინა და სწავლის თანხა გადაეხადა. ვერავინ დაადანაშაულებდა თუ ერთ დღეს უბრალოდ მას მიატოვებდა, მაგრამ არც არავინ არ ჰყავდა, რომ რამე მსგავსი ეთქვა. ბოლო ერთი თვე იმაზე ფიქრი კლავდა, რომ მასაც სურდა დასვენება, სიმშვიდე და ბუნება, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. ვეღარ ძლებდა ქალაქში, უკვე სული ეხუთებოდა. უნივერსიტეტში აკადემიური აიღო. ასე რომ, სამსახური მიატოვა და მოგროვებული თანხით სოფელში ჩამოვიდა, დედამისისთვისაც კი არაფერი უთქვამს, მაგრამ არც იყო საჭირო, რადგან ქალი ისედაც არ იმყოფებოდა სეულში და ჯონგუკის გამომუშავებული თანხით, ერთ კვირიანი დასვენება ჰქონდა მოწყობილი იაპონიაში.

DaylightWhere stories live. Discover now