4.

86 21 6
                                    

სოფელში სიჩუმეა, მერცხლის ჭიკჭიკის ხმაც არ ისმის გარეთ. ჯონგუკს არავინ აწუხებს, ჰოსოკიც კი, რომელიც ბოლო კვირას მიეჩვია დაუკითხავად სტუმრობას და მის გაღვიძებას. საწოლში გორაობს, კედელს აჰყურებს და ჩაფიქრებული იაზრებს ღირდა თუ არა ყველაფერი ამად, სამსახური, ბინა, ოჯახი, თუმცა ოჯახს ვეღარ უწოდებს იმას, რაც აქვს.

ჯონგუკს ღრმა ფიქრებიდან ტელეფონის ბზუილი აფხიზლებს, ხელში იღებს და ჰოსოკის შეტყობინებას კითხულობს, რომელიც ჯიხურში ეპატიჟება, სანაპიროსთან ახლოს. ჯონგუკი ყოყმანობს, თუმცა ცოტახანში მაინც დგება ემზადება და მშიერი მიემართება დათქმული ადგილისკენ. გზად ისიც კი ჰკითხა ჰოსოკს თუ ასე ადრიანად აქ რას აკეთებდა, თუმცა პასუხად იგნორი მიიღო, თავადაც არ ჰქონდა სურვილი სადმე წასვლის, მაგრამ სახლში ყოფნა და ფიქრი არ შეეძლო, რადგან ყველაფერი ერთბაშად აწვება და მოსვენების საშუალებას არ აძლევს.

- აქეთ,- ხელს უქნევს ჰოსოკი და მაგიდასთან იხმობს,- იმედი მაქვს არ გისაუზმია.

- პირდაპირ საწოლიდან წამოვდექი,- ხითხითებს ჯონგუკი,- მართლა მშია.

საჭმლის სუნზე მადა ეხსნება და იქაურობას ათვალიერებს, ჰოსოკი როგორც ჩანს მარტოა.

- დანარჩენები სად არიან?

- არ სცალიათ, ზუსტად არ ვიცი ვინ სადაა,- მხრებს იჩეჩს უფროსი,- რამე მოხდა? არ გეძინა?

- ვერ დავიძინე,- ოხრავს და სახეზე ხელს ისვამს,- ასე მეტყობა?

- ნაცემს ჰგავხარ, დალურჯებების გარეშე,- ხითხითებს ჰოსოკი,- თეჰიონმა მომწერა ცოტახანში მოვალო.

- კარგი,- მის ხსენებაზე იგრუზება ჯონგუკი, მოტანილ თეფშზე საკვებს აწვალებს ჩხირებით და მადაც გაუქრა, მხოლოდ წყალს სვამს, იჭყიპება ბოლომდე.

- მეშინია არ გაგეპაროს,- ფრუტუნება ჰოსოკი მისი შემხედვარე,- თეჰიონ აქეთ.

ხელს აქნევს და კვლავ ჯონგუკს უბრუნდება.

- მაინც ვერ ვხვდები ასე რატომ ხარ?- არ ეშვება საბოლოოდ.

DaylightWhere stories live. Discover now