ავტორის პოვ:
-ჯეი,შეასრულეთ რაც გითხარით?
-დიახ, დამი თქვენს ქალაქგარე სახლში მივიყვანეთ . ვფიქრობ უკვე გონს მოსული იქნება.
-კარგია,დღეისთვის რაიმე კიდევ ხომ არ მაქვს გრაფიკში?
-არა, მხოლოდ ბიძათქვენთან შეხვედრა.
-რა უნდა მას?
-თქვა,რომ უბრალოდ თქვენი ნახვა სურს.
-გადაეცი,რომ კარგად ვარ.არ მინდა მასთან შეხვედრა.
-დიახ,-ჯონგუკმა ქურთუკი მოიცვა და კაბინეტიდან გასვლა დააპირა-უფროსო, ასევე....
პაუზა გააკეთა ჯეიმ
-თქვი რის თქმასაც აპირებ.-ჯონგუკი შემოტრიალდა და ჯეის წინ დაუდგა
-არ ვფიქრობ იმ გოგოს სახლში მიყვანა და გაჩერება კარგი აზრი იყოს. მას ჯერაც სურს თქვენი მოკვლა შეიძლება ნებისმიერ დროს-
-ჯეი...ვიცი რასაც ვაკეთებ,ნუ ღელავ და უბრალოდ მომენდე ეგ გოგო მალე ჩვენსკენ იქნება და სოჰუნის ორგანიზაციასაც დავეპატრონებით.-ჯონგუკმა ჯეის მხარზე ხელი დაარტყა და კაბინეტიდან გავიდა.
ჯეიმ ხმამაღლა ამოიხვნეშა, ხელზე მაჯის საათს დახედა და თვითონაც გავიდა კაბინეტიდან.
***
სამსართულიანი სახლის წინ,რომელიც ტბას ესაზღვრება,უკან კი უკიდეგანო ტყე ამშვენებს შავი მანქანა ჩერდება.მანქნიდან ჯონგუკი გადმოდის, გრძელი ქურთუკი ,შავი ლამაზად მომდგარი შარვალი და ამავე ფერის პერანგი.
სახლის კარების წინ დგება და გასაღებს ატრიალებს.
როგორც კი ჯონგუკი სახლში შედის,კარების უკნიდან გოგონა ხტება და სასანთლეს მის ზურგს უკან იქნევს.
ჯონგუკი სწრაფად ახდენს რეაგირებას,ტრიალდება და მოქნეულ სასანთელს ჰაერში აჩერებს,შემდეგ გაურკვეველი მიმართულებით ისვრის და გოგონას კედელზე აკრავს.
YOU ARE READING
FAILED MISSION | JJK
Romanceორივე თქვენგანს ერთმანეთის მოკვლა გაქვთ დავალებული,მაგრამ რა მოხდება, როდესაც მისია ჩაგიფლავდებათ და ყველაფერი უკუღმა წარიმართება? კიმ დამი თავის საქმეში პროფესიონალი საიდუმლო აგენტია,რომელსაც დაავალებენ,მათი მტრის ასევე საუკეთესო აგენტის მოკვლას,მა...