-აგენტო 08,ახლავე მთავარ ოფისში გელოდებით,უფროსი გიბარებთ!
-ისევ რაიმე მისიაა?
-ამაზე ინფორმაცია არ მაქვს,ყველაფერს აქ გაიგებთ-და მამაკაცი ტელეფონს თიშავს.
-შენი დედაც!-ვიგინები და ტელეფონს ოთახის ბოლოში ვისვრი. დილის 5 საათია და თავი საშინლად მტკივა. გუშინ მისიაზე ვიყავი,ვიღაც ნარკოდილერი ნაძირალა უნდა დამეჭირა,ჯანდაბა! მას მთელი ღამე დავსდევდი და ახლა ძილსაც არ მაცლიან,მაგრამ ჩვენს უფროსს სოჰუნს ზედმეტად ვაფასებ. ჯერ კიდევ 10 წლის წინ,როდესაც საცოდავი სკოლის მოსწავლე ვიყავი და ჩემი მჩაგვრელებისთვისაც არ შემეძლო ხელის შებრუნება,სოჰუნი დამეხმარა და მის რიგებში ჩამაყენა.სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებას დამაუფლა და ბოლოს დავდექი ის ვინც ვარ. საიდუმლო აგენტი 08.ჩემს საქმეში პროფესიონალი ვარ და მძულს როდესაც რაიმე მისიას ვერ ვასრულებ ან ვფლავდები. ამიტომაც ყოველთვის ვცდილობ,რომ საქმე სუფთად გაკეთდეს.როდესაც 23 წლის აგენტი ხარ სიფრთხილე გმართებს,რადგან ყველა შენს მოშორებას და ადგილის დაკავებას ცდილობს. თავიდან ასეც იყო,როდესაც პირველად მოვედი აქ ყველამ აბუჩად ამიგდო და დამცინა,თუმცა მოგვიანებით ყველა ინანა თავისი საქციელი.
ასეა თუ ისე,სოჰუნმა გადამარჩინა და მისი მადლობელი სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები. ის იმ დროს იყო ჩემს გვერდით როდესაც ჩემმა მშობლებმა მიმატოვეს და სასოწარკვეთილი ვიყავი სიკვდილის მოლოდინში.
ის სწორ დროს,სწორ ადგილას მოვიდა და ჩემს ცხოვრებას აზრი მისცა.ლოგინიდან წამოვდექი და სააბაზანოში შევედი.ცივი შხაპი მივიღე და სწრაფადვე გამოვედი.ტანსაცმელი მოვირგე და ქვედა სართულზე ჩავედი.ჩემი სახლი არც ისე დიდი და მდიდრული იყო მიუხედავად იმისა,რომ მქონდა შესაძლებლობა უკეთესი მეყიდა,უბრალოდ არ მინდა, სახლში ისედაც არასოდეს ვარ,ამიტომ ჩემთვის მთავარია სახურავი და ერთი კომფორტული ლოგინი მქონდეს.
YOU ARE READING
FAILED MISSION | JJK
Romanceორივე თქვენგანს ერთმანეთის მოკვლა გაქვთ დავალებული,მაგრამ რა მოხდება, როდესაც მისია ჩაგიფლავდებათ და ყველაფერი უკუღმა წარიმართება? კიმ დამი თავის საქმეში პროფესიონალი საიდუმლო აგენტია,რომელსაც დაავალებენ,მათი მტრის ასევე საუკეთესო აგენტის მოკვლას,მა...