2.my bullet

194 33 1
                                    

ავტორის პოვ:

-ბატონო სეჰუნ, კიმ დამი ჯეონ ჯონგუკმა დაიჭირა...-ეუბნება თავ ჩახრილი ბიჭი უფროსს

-რას ამბობ!?-სეჰუნი სკამიდან წამოვარდა და ბიჭს მივარდა. ქეჩოში ჩაავლო ხელი და ბოლო ხმაზე უყვირა- ეს როგორ მოხდა?! ახლავე ყველაფერი ახსენი!

სეჰუნმა განერვიულებულმა გაუშვა ხელი ბიჭს და დივანზე დაეშვა,ხელით შუბლი მოისრისა და ღმად ჩაისუნთქა.

-უფროსო,აგენტი 08-ს გუშინ მიტოვებულ საზღვაო პორტში ჯეონ ჯონგუკი დაუბარებია, მისი მოკვლა უნდოდა,ჩვენი ბიჭები ადგილზე იყვნენ და ყველაფერი ნახეს,აფეთქებული მანქნები და სნაიპერი,წესით დამს ყველაფერი იდეალურად ჰქონდა გათვლილი,არვიცით რამ შეუშალა ხელი...

-ალბათ რამე მოხდა,სხვა შემთხვევაში ის არ დაუშვებდა,რომ მისია ჩაშლოდა.

-ჩვენც ამას ვვარაუდობთ.

-ჯეონ ჯონგუკი მას მოკლავს?!

-ვფიქრობთ,რომ არა დამი წაყვანილია იმ ადგილიდან,მისი მოკვლა, რომ დომებოდათ ვფიქრობ იქვე მოკლავდნენ.

-მაშინ რა უნდათ?

-იქნებ მისი გადმობირება?

-ჯანდაბა,ბიჭები შეკრიბე და მისი ძებნა დაიწყეთ! ახლავე!მთემა ორგანიზაციამ უნდა იცოდეს მის შესახებ! ყველამ უნდა ეძებოს! იცოდეთ რამე დაუშავდება და ყველას მოგკლავთ!-იყვირა სოჰუნმა და კაბინეტიდან გავარდა.

***
დამი პოვ:

თვალებს ოდნავ ვახელ და გვერდზე გადავარდნილ თავს ვასწორებ,ტკვილი ეგრევე მივლის კეფასა და ზურგში.სახეს ვჭმუხნი და ირგვლივ ვიხედები.

მგონი ჯოჯოხეთში მოვხვდი და წუთი წუთზე სატანა გამომეცხადება თავისი ცელით.

ჩაბნელებულ ოთახში ვარ,სადაც საშინლად ცივა, ერთადერთი ნათურა ბჟუტავს ჩემს ზემოთ და იქეთ-აქეთ ქანაობს.

სკამზე თოკებით მჭიდროდ ვიყავი მიბმული,ისე რომ თითის განძრევაც კი არ შემეძლო,მგონი ამათ მართლა ზებუნებრივი შესაძლებლობების მქონე ვგონივარ.

FAILED MISSION | JJKWhere stories live. Discover now