მეის POV:
მე ვუყურებ ადამიანს რომელიც ის ბიჭია ვინც ადრე დამეხმარამეი:არ მეტყით?
ის უბრალოდ მიყურებს, უხერხულად ვგრძნობ თავს
უცებ ჩემთან დეიდა მოვიდადეიდა: რას აკეთებ ხალხი გელოდება
მან ცოტათი იყვირა, კარგია რომ ხალხმა ვერ შეამჩნია ის ბიჭი რომელიც ჩემ წინ არის, ის დეიდაჩემის მოქმედებით შეწუხებული იყო
დეიდაჩემი უყურებს მას და იღიმის
დეიდა: უკაცრავად რას მიირთმევთ?
იმის მაგივრად რომ ეპასუხა ის მე მიყურებდა უცებ დეიდას შეხედა და თქვა
თეჰიონი: ჩვენს შორის რატომ დგები, ვერ ხედავ, დაკავებული ვარ
მისმა ერთ-ერთმა მცველმა დეიდაჩემს შუბლზე იარაღი მიადო, შოკში ვიყავი, რატომ აკეთებს ამას ამდენი ხალხის წინაშე, ვგრძნობდი ხალხის მზერას და ჩურჩულს
???: ეს კიმ თეჰიონია, ის ცნობილია, როგორც ყველაზე საშიში მაფიოზი
გავიგე და უცებ შემეშინდა, ისევ მიყურებს, ქვემოდან ვიყურები, რადგან არ მინდა მას თვალებში ჩავხედო
დეიდა: ბოდიშს გიხდით, ბატონო, მარტო დაგტოვებთ, არ მომკლათ
მისმა დაცვამ იარაღი ისევ ჯიბეში ჩაიდო ყველა შეშინებული იყო მისი შემხედვარე
თეჰიონი: რას უყურებთ ხალხო, გინდათ, რომ თვალები დაგთხაროთ?
ყველა თავის საქმეს აგრძელებს, თითქოს არაფერი მომხდარა, ისევ შემომხედა და მითხრა
თეჰიონი: მშიერი ვარ, ჩემთვის რამე გააკეთე
თავი დავუქნიე და სამზარეულოში გავედი, მაგრამ როცა რაღაც თქვა გავჩერდი
თეჰიონი: მე მხოლოდ შენი გაკეთებული მინდა, ასე რომ შენ თვითონ გააკეთე ჩემთვის
ისევ დავუქნიე თავი და სამზარეულოში გავედი
თეჰიონის POV:
საჭმელს ველოდი, სადან ვიჯექი იქიდან მისი დანახვა შემეძლო, მის თითოეულ მოძრაობას ვუყურებ, მან შენიშნა რომ ვუყურებდი, ის მიყურებს, მე გავუღიმე და თვალი ჩავუკარი, სწრაფად მაშორებს მზერას და უკან ბრუნდება რათა ყურადღება თავის საქმეზე გაამახვილოს
-საყვარელი
გავიფიქრერამდენიმე წუთში საჭმლით ხელში ბრუნდება, დედაჩემის მომზადებულ კერძებს მახსენებს, კოვზი ავიღე და ჭამა დავიწყე, ისეთივე გემო აქვს როგორიც დედაჩემის მომზადებულ კერძებს, კიდევ ერთხელ შევხედე, გამხდარია მაგრამ ძალიან ლამაზი
თეჰიონი: დაჯექი
ნელა დაჯდა ჩემს წინ
მეის POV:
ის მთხოვს დავჯდე, მეგონა დამელაპარაკებოდა, მაგრამ არა, ის აგრძელებს ჭამას, მაგრამ მიხარია რომ მას ჩემი მომზადებული საჭმელი მოსწონს, დეიდაჩემს და ბიძაჩემს გავხედე, ისინი ისე მიყურებდნენ, თითქოს მეუბნებოდნენ, უკან დაბრუნდიო, მე მას ვუყურებ
მეის: მე...
თეჰიონი: უბრალოდ იჯექი და არ გაინძრე
თქვა მან და ჭამა გააგრძელა, მეშინია დეიდაჩემის და ბიძაჩემის, ამიტომ კიდევ ვცდი
მეი: მე უნდა ვიმუშაო
თეჰიონი: მე გითხარი არ გაინძრე
მომაკვდინებელი მზერით მიყურებს