მეის POV:
თვალები ნელა გავახილე რადგან თავი მტკიოდა, მახსოვს კლუბში ვიყავი ჯისუსთან ერთად, ნახევრად გახელილი თვალებით ვათვალიერებ ოთახს, შემდეგ კი ჩემს გვერდით მწოლიარე ბიჭს ვუყურებ, უცებ კარი გაიღო
მეი: თ-თაე
მის თვალებში ცეცხლს ვხედავდი, გაბრაზებული მიყურებდა, ჩემთამ მოვიდა და მითხრა
თეჰიონი: როგორ ბედავ ჩემს მოტყუებას?
რაღაცის თქმას ვაპირებდი მაგრამ თმები დამიჭირა და თავისკენ მიმიზიდა, ხმაურზე მძინარე ბიჭს გაეღვიძა, თეჰიონი რომ დაინახა შიშმა შეიპყრო, თეჰიონმა მას იარაღი დაუმიზნა
???: ბატონო მე არაფერი არ გამიკეთებია, მისი ბრალია მან შემაცდინა
თეჰიონმა მას თავში ესროლა, ახლა კი ძალიან შემეშინდა
მეი: მე ვიყავი ჯი-
თეჰიონი: ჯისუს ადანაშაულებ?სახეში გამარტყა და თმებში მწვდა, გაბრაზებული სახით მიყურებდა
თეჰიონი: ძალიან შევცდი შენც ისეთივე ხარ როგორც დანარჩენი ძუკნები
ცრემლები მომდის, არაფერი დამიშავებია, ვერ ვხვდები რა ხდება