2

1.5K 115 125
                                    

ცხოვრების არცერთი ეტაპი არ გამომიტოვებია რომ დღიურში არ ჩამეწერა.. წინა მთლიანად შევავსე და ახლა ახალი დავიწყე.. ვგრძნობ ეს უფრო განსხვავებული დღიური იქნება.. აქ მოხდება ის რაც ჩემს არეულ ცხოვრებას უფრო არევს და თავდაყირა დააყენებს..

მაგრამ მაინც ყოველდღე ვფიქრობ ჩემი ბავშვობის დღიური რომელიც მართლაც ბედნიერი ნანოს ცხოვრებაზე იყო, სად გაქრა...

დღეს 27 მაისია, ის შემთხვევა ზუსტად ერთი კვირის წინ მოხდა.. ყველაფერი მტკივა, სარკეში რომ ვიყურები საკუთარ თავს ვერ ვცნობ.. ჩემი თეთრი კაბა.. მასზე აღარ მაქვს საუბარი, ხან ხელით გავრეცხე, ხან მანქანით, მაგრამ ვერაფერი ვუშველე.. დედაჩემის ნაჩუქარი იყო და ვუფრთხილდებოდი..

როცა 12 წლის გავხდი დედამ მაჩუქა და მითხრა მოუფრთხილდიო, მარტო მაშინ ჩაიცვი როცა მნიშვნელოვანი დღე იქნებაო.. მეც ჯიმინი უნდა მენახა და ჩავიცვი.. მაგრამ რა მივიღე? ახლა თეთრი კაბა ჩემი საკუთარი სისხლითაა შეღებილი..

ალბათ გაინტერესებთ ჯიმინი ჩემთვის რას წარმოადგენს.. ის.. ადამიანია რომელიც მჭირდება.. ადამიანია რომელზეც უბრალოდ შეხედვაც კი გულს მითბობს.. ვგრძნობ რომ კეთილია, დამთმობია, საყვარელია... ასეთი ადამიანი მინდა რომ ჩემს გვერდით იყოს..
როცა ჯონგუკი მირტყამს მის სახეს წარმოვიდგენ ხოლმე და თითქოს დიდად აღარ მტკივა..
მინდა რომ მასთან დავახლოვდე, გავიცნო, დრო გავატაროთ ერთად.. მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევს ის ცხოველი.. არ ვიცი რა შემიძლია გავაკეთო რომ მას თავი დავაღწიო..

~~~
-დაიკო წამოდი საჭმელი ჭამე.

ნანომ დაუფიქრებლად დღიური შეინახა და მას გაჰყვა..
სამზარეულოში გოგო იჯდა, ჯონგუკის გრძელი, გამჭვირვალე, მაიკა ეცვა რომელშიც კარგად ჩანდა მისი დიდი მკერდი.. ლიფი არ ეცვა, ამიტომაც ყველა მოძრაობაზე ძუძუები ერთმანეთს ეხეთქებოდნენ.. ეს ყველაფერი ისეთი გულისამრევი იყო ნანოსთვის..

რა გიწერია დღიურში ჩემზე? Where stories live. Discover now