5

1.4K 108 85
                                    

ბიჭს სახე მოეღუშა და გოგოს ხელი ჩაკიდა.
ნანოსთვის ჯონგუკი უბრალოდ ძმაა?! მისთვის ძმაზე მეტს არ ნიშნავს?
არასდროს უფიქრია ჯონგუკზე როგორც კაცზე და არა ოჯახის წევრზე?!
თუმცა რა კითხვებია.. ეს ჰომ უბრალოდ წარმოუდგენელია..

ნანოს დანახვისას ის ძალიან გაბედნიერდა, მაგრამ იმის შემდეგ რაც ნანომ მას პირველად ,,ძამიკო''-თი მიმართა, ნამდვილად გაუფუჭდა ხასიათი.

-თეჰიონ ნეას ხელი მოკიდე და წამოდი.
-იქნებ სხვა გოგოსთან ერთად მოვდივარ?
-თეჰიონ!

ჯონგუკმა დაუყვირა და თეჰიონმაც ძალით ხელი ჩაჰკიდა ნეას.

***
-ანასტასია, სასიამოვნოა შენი ნახვა.

მიეგება ლამაზად, მდიდრულად და არაუბრალოდ გამოწყობილ გოგონას ჯიმინი.
ის ჯონგუკის პირველი შეყვარებულია, ადამიანი რომლის შემდეგაც არავინ ჰყოლია.

-ჩემთვისაც ჯიმინ. გილოცავ დაბადების დღეს, ეს ჩემგან საჩუქრად.

პატარა შეფუთული ყუთი მისცა, რომელშიც საკმაოდ ძვირიანი, ოქროსთვლებით შემკული, მდიდრული შესახედაობის საათი იდო..

-ყოველთვის ხვდები რა გამიხარდება და რა არა.. მადლობა საყვარელო.

გადაეხვია და ლოყაზე აკოცა, რა დროსაც მის თმაში არსებული ვარდი ძირს ჩამოვარდა.

-ოჰ ბოდიში.. არ არსებობს, არ შეცვლილხარ ანასტასია!
-მე რა შემცვლის ჯიმინ..

ჩაეცინა, ვარდი ისევ თმაში დაიბრუნა და ჯიმინის ზურგსუკან მდგომ სარკეში თავდაჯერებულად ჩაიხედა.

ფიქრობს რომ ყვავილი ქალისთვისაა შექმნილი, სილამაზეს, სინაზეს,
თავდაჯერებულობას, და ელეგანტურობას მატებს.

გოგოს სქელი ტუჩები აქვს, ლამაზი კბილები და ყბა, უნაზესი გრძელი თითები, მუქი შავი თვალები და ოდნავ ხვეული, გრძელი თმა..

ის ქალია რომელიც ყველას უნდა!
არ ჰგავს იმ თინეიჯერულ ასაკში ჩარჩენილ გოგოებს, რომლებიც სიმპათიური ბიჭების დანახვისას სველდებიან, ის არავის აქცევს გარშემო ყურადღებას, მხოლოდ მათ ვინც პირველი გამოიჩენს ინიციატივას..

რა გიწერია დღიურში ჩემზე? Where stories live. Discover now