9

1.4K 116 79
                                    

ცოტა წინ ჩავიჩოჩე, შემოვტრიალდი და თვალებში შევხედე..

-რას აკეთებ?
-ადამიანის კოცნა რომელიც გიყვარს ყველა ტკივილს აყუჩებს.. არ გაგიგია ამის შესახებ?

ღრმად ამოვისუნთქე და გამბედაობა მოვიკრიბე..

-ახლა უნდა დავიძინო.
-ზურგზე რომ დაწვე მალამო მოგშირდება, მუცელზე რომ დაწვე და საბანი გადაიფარო მაინც მოგშორდება, თან ისეთი მცივანა ხარ ვიცი მთელი ღამე გაიყინები საბნის გარეშე.. თუ დამიჯერებ ვიცი რაც უნდა ვქნათ.
-რა?

მოულოდნელად მაისური გაიხადა, ჩემს ლოგინზე დაწვა და ხელები გაშალა.

-მოდი და დამაწექი.
-ანუ?

გაოცებული შევყურებდი.. არ ვიცოდი მისი სხეულისთვის შემეხედა თუ სახისთვის..
ხელი დამავლო და მასზე დამაწვინა.. მის მკერდზე თავი მედო, ჩემი ორგანო კი მისას ეხებოდა.. ძალიან უხერხულად ვიყავი, მაგრამ მისი ნაზი სურნელი ამ აღელვებას აბალანსებდა..
საბანი წელსქვემოთ დამაფარა თავისი სქელი და დაკუნთული ხელები კი წელზე, ნატკენის ქვემოთ მომხვია რომ თბილად ვყოფილიყავი..

-ვფიქრობ ეს ლიფი გაწუხებს.

თითები ლიფის გასახსნელთან წაიღო, შეხსნა და ორივე ლენტი ზურგიდან გადაწია.

-მთლიანად არ გაგხდი უხერხულად იქნები.

მითხრა მზრუნველი ხმით და თავზე მაკოცა..
რას ნიშნავს ეს ყველაფერი? არ ვიცი, ბევრი კითხვა დამიგროვდა რომელზეც სავარაუდოდ პასუხის მიღება გამიჭირდება, თუმცა არ ვაპირებ ახლა ამაზე ნერვიულობას.. მის მკლავებში მოქცეული ისე მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ თავს.. მისი სურნელი, მისი სხეული, სინაზე, მზრუნველობა, მომხიბვლელობა, ეს ყველაფერი მაგიჟებს..
მინდა რომ ერთი ღამე მაინც დავტკბე მისით და წარმოვიდგინო რომ მთლიანად ერთმანეთს ვეკუთვნით, იმის მიუხედავად რომ ეს სიგიჟეა..

რა გიწერია დღიურში ჩემზე? Where stories live. Discover now