6

1.4K 106 117
                                    

-რას ნიშნავს დააკავეს?

ნანოს უკვე სახეზე ფერი აღარ ედო, ყველა ფიქრები ერთმანეთში იყო არეული, ნეტავ მან ჰომ არ დაუშვა სადმე შეცდომა.. თუმცა არა, იმის მიუხედავად რომ ჯონგუკი მასზე საშინლად ძალადობს, არასდროს არავისთვის არაფერი უთქვამს...
რატომ? წინასწარ არაფერს ვიტყვი, თუმცა ალბათ იმიტომ რომ თავისი ,,ძმა,, ძალიან უყვარს..

-ძალადობის გამო დააკავეს როგორც გავიგე..

სახეზე აკრული ღიმილით გამოვიდა ანასტასია ხალხის ბრბოში და ნანოს მიუახლოვდა.

-ძალადობის გამო? ვინმეზე იძალადა?
-შენზე ნანო.

უფრო მიუახლოვდა მის სახეს და თვალებში ჩახედა.
ნანოს გულისცემა გახშირდა, სახეზე სულ ახურდა და მთელს სხეულში საშინელი წვა იგრძნო..

-რაა?
-შენ უჩივლე ჰომ ასეა?
-იცი მაინც რას ლაპარაკობ ანასტასია?
-სხვა ვინ უჩივლებდა?
-არ ვიცი მაგრამ ეს მე არ ვყოფილვარ! საპირფარეშოში არ ვიქნებოდი იმ დროს, როცა მას ბორკილები დაადეს და განყოფილებაში წაიყვანეს,
ამ ყველაფერს ვუყურებდი და დავტკბებოდი!
-იმიტომ გახვედი რომ ეჭვი არავის აეღო.
-შენნაირი ტვინგამოცლილები იფიქრებდნენ მხოლოდ მაგას! ეჭვს კი არ გააქარწყლებდა უფრო გამოიწვევდა ამიტომ არ წავიდოდი!
-საბოლოოდ ამ ყველაფერში დამნაშავე მაინც შენ ხარ, ჩემო ნანო.

ხელები გადაიჯვარედინა და ყალბად გაუღიმა.
მის მზერაში რაღაც საეჭვო, ,,გამარჯვებულის სახე,, იკითხებოდა.. ეს სიტუაცია რაში აწყობს?

-ახლა მე უნდა ვიწვალო რომ იქიდან გამოვიდეს.. ისევ მე..

უეცრად ნანომ მუცლის არეში საშინელი ტკივილი იგრძნო და მომენტალურად გონება დაკარგა.. საბედნიეროდ მისი დაჭერა შეძლეს, ვიღაცის დიდ მკლავებში აღმოჩნდა, ეს ვიღაც კი ჯექსონი იყო.

-აბა შენ იცი.

თვალი ჩაუკრა ანასტასიამ და დარბაზი დატოვა.

რა გიწერია დღიურში ჩემზე? Where stories live. Discover now