წვიმს
წვიმა ჩემი საყვარელი ამინდია,წვიმა მე მგავს,ან მე ვგავარ წვიმას.
ტკივილი.
ტკივილი.
და საბოლოოდ მივარდება,ისმის იატაკზე ცივი მეტალის დავარდნის ხმა.
თავს ნელ-ნელა იატაკისკენ ვხრი,ჯერ მეტალის ბასრ საგანს ვუყურებ,შემდეგ ჩემს ხელზე არსებულ ხელოვნების ნიმუშს ვაკვირდები.
თითები სიფრთხილით მიმაქვს ხელოვნების ნიმუშთან,ნაზად ვატარებ საჩვენებელ თითს ჭრილობას,წვას ვგრძნობ.
ღრმა ჭრილობა არარის.
გავიფიქრე და ფანჯარას გავუსწორე მზერა.
იატაკიდან ფრთხილად წამოდგომას ვცდილობ.
მაგრამ უშედეგოდ.
თავბრუს ხვევას ვგრძნობ.
ჩანთას ხელს ვავლებ,ოთახიდან გავდივარ და ვცდილობ კიბეებზე ფრთხილად ჩავიდე.
კარის გაღებისას სასიამოვნო ნიავი ვიგრძენი.
და ჩემი საყვარელი...
წვიმის სურნელი.
გზას ნელი ნაბიჯებით მივუყვები,ირგვლივ არავინაა,გრილი სიო საშუალებას მაძლევს თვალები დავხუჭო და სიამოვნების ნაწილი გავხდე.
მალე ვუახლოვდები დანიშნულ ადგილს.
ადგილს რომელსაც არ ვეკუთვნი.
-თეჰიონ!
ჩემი სახელის გაგონებისას სიარულს ვწყვეტ და უკან ვბრუნდები.
-ჰოსოკ
-თეჰიონ,ახლა ცხრა საათია, სკოლაში არ უნდა იყო?
-მაგრამ როგორც ხედავ არვარ
-არგინდა თეჰ-
-საუბრის ხასიათზე არვარ ჰოსოკ
-კარგი ,შიგნით შევიდეთ.
ოთახში არსებულ სამარისებრ სიჩუმეს, მხოლოდ იატაკისგან გამოწვეული ჭრაჭუნი არღვევდა.
-ყავას დალევ?
-სადარის?
ჰოსოკის კითხვაზე პასუხის გაცემის მაგივრად თეჰიონის სუსტი კითხვა გაჟღერდა ოთახში.
-არ დაბრუნებულა
ისმის ოთახში ახლახანს შემოსული ჯიმინის ხმა.
-ზემოთ ავალ,თავს ცუდად ვგრძნობ,როცა მოვა გამაგებინეთ.
კიბეებზე ფრთხილად ადის.
შემდეგ ოთახის კარს აღებს.
და ბოლოს
ისმის საწოლზე დავარდნის ხმა.
შემდეგ თავს ძილის უფლებას აძლევს,ამდენი ხნის შემდეგ.
YOU ARE READING
•save me from myself•
Romanceსიყვარულისგან გამოწვეული ტკივილი. თუ საკუთარი თავის ზიანით მიყენებული ტკივილი.