~

59 11 1
                                    

ფანჯარაში შემოსული მზის სხივი
თეჰიონს თვალების გახელას აიძულებს..

თვალებს ახელს.

და თვალებით უსასრულო თეთრ ჭერს გაჰყურებს.

როდესაც ბოლომდე ფხიზლდება თავს გვერდით აბრუნებს.

ხელოვნების ნიმუში.

თეჰიონი მიშტერებოდა სახეს რომელსაც წინ ჩამოყრილი შავი თმა უფარავდა ბიჭს.

თუმცა მაინც ხედავდა ბიჭის
სახეზე არსებულ პატარა ხალებს,ტუჩებს რომელსაც წითელი ალუბლის ფერი გადაჰკვროდა,პატარა ცხვირსა და ტუჩთან არსებულ შრამს.

ეს შრამი ჯერ კიდევ რვა წლის ასაკში ხიდან ჩამოვარდნისას ძირს დაგდებულ პატარა ხის ტოტს დაეტოვებინა ჯონგუკის სახეზე.

თეჰიონის გამო.

ალუბლის ხეზე ხომ მხოლოდ თეჰიონის ალუბლისადმი სიყვარულის გამო მოუწია ასვლა.

-გაიღვიძე

მოულოდნელად თეჰიონს ფიქრებიდან მისი საყვარელი ხმა აბრუნებს რეალობაში.

-იმედია არ ფიქრობდი როგორ აპირებ დღევანდელ დღეს სკოლაში წასვლისგან თავის არიდებას.

-იმედია არ დაგვიწყებია გუშინ დადებული პირობა.

ჯონგუკი საწოლიდან წამოდგა და ოთახი დატოვა.

ოთახში კი უპასუხოდ დატოვებული თეჰიონი დატოვა.

~

-აყვანილი ხარ.

-რას გულისხმობ?

-ხომ გინდოდა ჩვენთან ერთად მუშაობა?
ხოდა აყვანილი ხარ,გუშინდელი პირობა არ დამვიწყებია.

ჯონგუკს ძლიერ ეკვრის მასზე ბევრად სუსტი და პატარა სხეული.

შემდეგ ესმის ბიჭის სრუტუნი.

ცოტახანში კი სუსტი

-მადლობა.

ჟღერდება ოთახში.

-მაგრამ-

•save me from myself•Where stories live. Discover now