~

69 10 1
                                    

ახლა ჯონგუკის სახლთან იდგა.

ფიქრობდა მისი შემოთავაზება ძალაში ისევ იყო თუ არა.

ბევრი ფიქრის შემდეგ უბრალოდ ზარის დარეკვის ღილაკს მიაწკაპა თითი.

ჯონგუკიმაც არ დააყოვნა კარის გაღება,თეჰიონის დანახვამ ღიმილი მოჰგვარა.

შემდეგ გაიაზრა და მიხვდა თეჰიონის აქ ყოფნის მიზეზს.

ჯერ მკლავებზე დახედა რომელსაც მუდამ გრძელმკლავიანი მაისური უფარავდა ბიჭს.

შემდეგ თეჰიონს შეხედა.

თეჰიონმა სუსტად გააქნია თავი ჯონგუკის ეჭვების დასამტკიცებლად.

ჯონგუკი ბედნიერი იყო მწუხარებასთან ერთად.

თეჰიონს მისი თავისთვის ზიანი არმიუყენებია.

და რაიქნება-რაიქნება თუ თეჰიონის საყრდენი მე გავხდები.

რაიქნება თუ თეჰიონისთვის ამ სამყაროში დარჩენის მიზეზი გავხდები.

თეჰიონს გადავარჩენ.

მივცემ მიზეზს ამ საშინელ სამყაროში შეძლოს ცხოვრება.

                                  ~

თეჰიონს და ჯონგუკს ბავშვობიდან განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდათ.

თეჰიონს გამორჩეული სილამაზე ბავშვობიდან თან სდევდა,ფემინურად ლამაზ,მორცხვ და საყვარელ ბავშვს ყოველთვის იცავდა მისი მეგობარი

ჯონგუკი
                                  ~
სიტუაციამ მაშინ იცვალა სახე როდესაც თეჰიონზე მაღალ კლასელმა ჯერ ფსიქოლოგიურად,შემდეგ კი სექსუალურად იძალადა.

თეჰიონი ყოველთვის იყო ბულინგის მსხვერპლი.

მიზეზი კი მისი უჩვეულო გარეგნობა იყო.

თეჰიონი იმ დღის შემდეგ საბოლოოდ გატყდა.

ჩაიკეტა საკუთარ თავში.

უარს ამბობდა საკვებზე,მეგობრების ნახვაზე,სხვა სკოლაში გადასვლაზე,ექიმთან ვიზიტებზე.

ჯონგუკის ნახვაზე.

თეჰიონს სრცხვენოდა ჯონგუკის თვალებში ჩახედვის.

საბოლოოდ ისევ ჯონგუკი გახდა თეჰიონის გმირი.

                                  ~

-დიდხანს აპირებ სახლში ჩაკეტვას? ჩვენთან კონტაქტის გაწყვეტას? შენზე ყველა ვნერვიულობთ,თავს უფლება მიეცი ყველაფრის ახლიდან დასაწყებად.
დიდი დრო გავიდა,მიუხედავად იმისა რომ იგივეს გრძნობ და განიცდი საკუთარი თავის დადანაშაულებას შეეშვი,შენი ბრალი არ არის.
სარკეში ჩაგიხედავს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში?
თვალები ჩამქრალი,შეშუპებული ტირილისგან ჩაწითლებული და უძილობისგან ჩავარდნილი,არაფერს არ ჭამ,სისუსტე ამ დიდ მაისურშიც კი შესამჩნევია.
შაბათს ჩემთან  წაგიყვან მეგობრებს ნახავ.

ჯონგუკმა იმ დღეს ისე დატოვა სახლი რომ თეჰიონს არაფრის თქმის საშუალება არ მისცემია.

                                 ~

-ხვალ მე წაგიყვან სკოლაში,შემდეგ დავფიქრდები შეგეძლება თუ არა ჩვენთან ერთად მუშაობა.

ჯონგუკის ეს სიტყვები მისაღებში მჯდომ თეჰიონს ეკუთვნოდა

-და თუ უარს ვიტყვი ხვალ სკოლაში წასვლაზე?

- ხომ იცი ეგ შეუძლებელია.

-წავედი,შენს ოთახში დავიძინებ მეტად კომფორტულია.

•save me from myself•Where stories live. Discover now