~

74 12 0
                                    

თვალებს ვახელ.

თავზე ჯიმინი მადგას.

წიგნების თაროს ზურგით ეყრდნობა.

სახეზე ეტყობა რომ დიდი ხანია უშედეგოდ ცდილობს ჩემს გაღვიძებას.

სახის გამომეტყველებით ვხვდები რომ დაბლა ჩასვლის დროა.

ლოგინიდან კლაკვნით ვდგები და ოთახიდან გავდივარ.

კიბეებზე ჩავდივარ და სილუეტიც მეტად გასარჩევი ხდება.

სანამ მოვასწრებდე მდივანზე დაჯდომას იქამდე ვგრძნობ ძლიერ ხელს ჩემს მკლავზე.

შემდეგ ცივი და ხმამაღალი ხმაც არღვევს ოთახში სიჩუმეს.

-თეჰიონთან სასაუბრო მაქვს.

უხეში მოძრაობით მიბიძგებს ოთახისკენ.

ისევ ჟღერდება ცივი თუმცა სასიამოვნო ხმა.

-სკოლაში არდადიხარ,სკოლაში სიარულის ნაცვლად ყოველდღე აქ მოდიხარ,ან პარკში ატარებ მთელ დღეებს,აქვს ამ ყველაფერს მიზეზი?

-სკოლაში სიარული არმინდა,
ამით შენ არუნდა ინტერესდებოდე,თუ ის ფაქტი გაღიზიანებს რომ აქ ხშირი სტუმარი ვარ,ხვალიდან აქ ვერ მიხილავ.

კარისკენ რამდენიმე ნაბიჯი.

და ისევ ის ხმა.

-ხელები მაჩვენე!

იატაკზე ერთ წერტილს მივაშტერდი.

მოძრაობა შევწყვიტე.

მოსალოდნელი შეხების გამო თვალებს ვხუჭავ.

მალე მართლაც ვგრძნობ ხელებზე შეხებას.

და აი ისევ ის ხმა.

-ასე ინფექცია შეგეჭრება

ახლა ყველაფერი შეიცვალა.

ეს სამყაროს წესია.

როცა სუსტს გხედავენ
ეცოდები.

ახლა თეჰიონი მდივანზე ზის
მისი ხელი ჯონგუკს უჭირავს.

სულის შებერვას გრძნობს.

ეს ისეთივე შეგრძნებას უტოვებს თეჰიონს როგორც ყოველ სუსხიან ამინდს როცა ცივი სიო ელამუნება სხეულზე.

-დავასრულე,თეჰიონ უბრალოდ შეწყვიტე ამის კეთება.

-ასე ყველაფერი უკეთაა.

-როდესაც იგივეს გაკეთებას გადაწყვეტ საკუთარი თავისთვის უბრალოდ ჩემთან მოდი

-კარგი,მადლობა

ახლა ერთმანეთს თვალებში უყურებენ.

ეს ერთმანეთის სულში ყურებას ჰგავს.

ჯონგუკის თვალები ერთადერთია რომელშიც შეცოდებას ვერ ხედავს.

მის თვალებში თანაგრძნობას ხედავს.

მას თეჰიონი არ ეცოდება.

ჯონგუკი თეჰიონის გამო განიცდის.

მაგრამ არ ეცოდება.

ეს თეჰიონს მისი ჩამქრალი თვალების განათების საშუალებას აძლევს.

შეუმჩნევლად ჩაიღიმა და საწოლიდან წამოდგა.

ისევე ჩუმად დატოვა ჯონგუკიც და მისი ოთახიც როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებს ხოლმე.

ჯონგუკი საწოლზე დაეცა და შეეცადა გაეხსენებინა დღე რომელმაც თეჰიონი გაანადგურა.

და თეჰიონის განადგურებას,თავადაც ემსხვერპლა.

2020 წლის 27 მაისი

ჩანაწერი დღიურიდან

"ხანდახან გჭირდება დაფიქრდე და გაიაზრო საიდან სად მიხვედი,როდესაც ხედავ რა გამოიარე სისუსტე გაიძულებს იფიქრო რისი გამოვლა შეიძლება მოგიწიოს მომავალში,ეს სისუსტე კი ბოლომდე გტეხს, ტკივილს რომელსაც ეძინა გამოღვიძებას იწყებს და გაუფლებს შეგრძნებას თითქოს შიგნიდან გფატრავს,ყველაფრის მალე დასრულების შეგრძნება ემატება,დასასრული კი მხოლოდ ერთია,ეს ფაქტი არგაშინებს,უკან იხედები და ვერ ხედავ შენს საყრდენს,მას ვისაც დაეყრდნობი რთული პერიოდისას,ხედავ რამდენიმე მეგობარს,შემდეგ იწყებ ფიქრს თუ რამდენად ცუდი შედეგი შეიძლება ამ გადაწყვეტილებამ მოუტანოს შენს მეგობრებს,ეგოისტობით დაბრმავებული ხარ,და რამოხდება თუ მეც ეგოისტი ვარ?

ჯონგუკიი სხვა სამყაროში რომ დავბადებულიყავით იქნებ მიმეცა ჩემი თავისთვის შენი შეყვარების უფლება.

ახლა სულიერად ჭუჭყიანი ვარ,ბინძური,ამას ყოველი სარკეში ჩახედვისას ვხედავ,რომ შემეძლოს რაიმეს შეცვლა,იმ დღეს შევცვლიდი რომელმაც ბინძურად მაქცია."










•save me from myself•Where stories live. Discover now