_არა!! არა!! არააა!!!! ოღონდ ეს არა! _ გავყვიროდი, როცა ჩემ... უფრო სწორად, ჰოსოკის ანარეკლს ვუყურებდი სარკეში. _ ეს რა... აბსურდია... სისულელეა... გავგიჟდები... _ ფანჯრიდან თავი გავყავი და დავინახე ჩემი სხეული, რომელიც სარკესთან იდგა და თავში ხელებს ირტყამდა.
სწორედ ამ დროს გამოიხედა და როდესაც დამინახა ფანჯარასთან გამოიქცა.
_სწრაფად გარეთ გამოდი! _ დამიყვირა და თავი უკან შესწია.
სწრაფად გავედი ოთახიდან, კიბეები ჩავირბინე და გარეთ გავვარდი. ის უკვე იქ მიცდიდა.
_ეს რას ნიშნავს? _ მომახალა როგორც კი ახლოს მივედი. _ ჩემი სხეული შენ რატომ გაქვს?!
_გენიოსო, მე საიდან უნდა ვიცოდე?
_ეს რაღაც ხუმრობაა, არა? ჯანდაბა, თუ ვინმესთან სხეული უნდა გამეცვალა, სექსუალური მაინც ყოფილიყო! _ ამოუბუზღუნა.
_იგივეს თქმა შემიძლია, რაღა მაინცდამაინც შენ? _ ახლა მომიწევს ასე ვიცხოვრო?
_იქნებ ეს გაციებასავითაა და ერთ დღეში გაიაროს? _ ისეთი სახე მიიღო, თითქოს ტვინში ნათურა აენთო.
_იდიოტი ხარ? რა გაციება? სად გინახავს გაციების დროს სხეულებს ცვლიდნენ?! _ ნამდვილი რეგვენია.
_შენი მახინჯი სახით ცხოვრებას არ ვაპირებ!! _ დიდგულზეა იდიოტი.
_არც მე მინდა შენი საზიზღარი მეგობრით ცხოვრება, რომელიც დილით სიამაყით წამომდგარი იყო! _ ზიზღნარევი ხმა მივიღე და გულის რევის იმიტაცია გავაკეთე.
_მაგ მეგობარს ბევრი რამ შეუძლია... _ შარვალზე დამხედა და გაეცინა, ჯერ კიდევ ამობურცული იყო.
_მაგ შენს მეგობარს რომ გადავამტვრევ, მერე ვეღარაფერს შეძლებს! _ თვალი ჩავუკარი და სახლში შევედი.
ჰოსოკის დედამ ყავა შემომთავაზა, მაგრამ ახლა განწყობა ნამდვილად არ მქონდა ყავის, თანაც დილით მხოლოდ შვრიის ფაფას ვჭამ.
YOU ARE READING
Me as a boy [J.HS] (დასრულებული)
Fanfictionშეიცავს 🔞 სცენებს.... რა მოხდება თუ.... იმ ადამიანთან გაცვლი სხეულს, ვისაც ყველაზე მეტად ვერ იტან?? ინსპირაციის წყარო: it's a boy girl thing