ზუსტად თვვე ნახევარი გავიდა, დღეს ჩემი გამოცდა და ჰოსოკის ცეკვის შეჯიბრია... სარეპეტიციოდ წავედი, ის კი წიგნს კითხულობდა...
თვე ნახევრის მანძილზე, ჩემი და ჰოსოკის ურთიერთობა საგრძნობლად შეიცვალა. ადრე თუ დღეში 150-ჯერ ვჩხუბობდით, ახლა ეს რიცხვი ასამდე შემცირდა. დროის ერთად გატარება, ერთად ვარჯიში და მეცადიონეობა ადამიანებში რაღაცას ცვლის.
ამ იდიოტის მიმართ გრძნობები გამიჩნდა, ვფიქრობ ისიც ასეა. ჩვენი განვლილი თვენახევრიდან, ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ჰოსოკის ეპილაცია:
_ჯია, დამეხმარე! _ შაბათს დილით შემ ფანჯარაში შემოხტა.
_რა გინდა, ჰოსოკ? _ ნახევრად მძინარემ ვკითხე.
_დღეს დილით დედაშენმა შემომთავაზა ერთად წასვლა გასართობად. უარი ვერ ვუთხარი, მან კი... მან... ეპილაციაზე წამიყვანა! _ თვალები საბანში გახვეულმა დავაჭყიტე და თავი ოდნავ წამოვწიე.
_მერე? მოგკლეს? გაწამეს? კანი აგაძრეს? დებილი ხარ! ეპილაციაა, რა მოხდა? თანაც, ჩემი სხეულია და ყოველთვის ვიკეთებდი.
_ყველაფერი მეწვის ჯია, მიშველე!
ამ მომენტის შემდეგ, ერთი კვირა დავცინე, ბიჭს თავი მოაქვს და ეპილაციას ვერ გაუძლო...
რეპეტიციას მოვრჩი და ჰოსოკი გამოცდების ოთახამდე მივაცილე, ნახევარ საათში კი შეჯიბრზე წავედი. ძალიან ვნერვიულობდი, იმაზე მეტად, ვიდრე მეგონა..
ვიცოდი ჰოსოკმა იმდენს მიაღწია, იმედს არ გამიცრუებდა და ეს მეც ასე უნდა მექნა. ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რომ გამემარჯვა, ეს მისი მომავლისთვის იყო.
შეჯიბრზე, რატომ არ ვიცი, მაგრამ პირველი ცეკვა ვერ ვიცეკვე, ალბათ ნერვიულობის გამო. მეორე ცეკვა მიწევდა და ტრიბუნებისაკენ გავიხედე, ჰოსოკი იჯდა ანერვიულებული და პირდაპირ მიყურებდა...
მივხვდი, რომ ახლა ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რომ გამემარჯვა. საკუთარ თავს პირობაც ჩამოვართვი, რომ თუკი გავიმარჯვებდი, ჰოსოკს სიყვარულში გამოვუტყდებოდი...
YOU ARE READING
Me as a boy [J.HS] (დასრულებული)
Fanficშეიცავს 🔞 სცენებს.... რა მოხდება თუ.... იმ ადამიანთან გაცვლი სხეულს, ვისაც ყველაზე მეტად ვერ იტან?? ინსპირაციის წყარო: it's a boy girl thing