დილით არ ვიცი, ბედნიერმა გავიღვიძე, მაგრამ ჰოსოკის მეგობარმა კვლავ ნერვები მომიშალა და გაბღენძილი ავდექი საწოლიდან.
პატარა სათამაშო ავიღე და რტყმა დავუწყე, "გაქრი... გაქრი!", თან ვუყვიროდი. ისევ ეს სხეული, აჰჰ, მეგონა, რომ დღეს მაინც გავიღვიძებდი ჩემს სხეულში... როდესაც სარკეში ვიყურები და ვხედავ ჰოსოკის გამოსახულებას, ჩემი ნერვები ყალყზე დგება და მინდა თავი მოვიკლა...
_შვილო, გღვიძვს? _ კარებზე მომიკაკუნა ჰოსოკის მამამ...
_ჰო, შემოდი. _ ისე ვუპასუხე, რომ არაფერიი ეეჭვა. კარები შემოაღო და ამაყად შემოდგა ფეხი, ისეთი მიმიკა ჰქონდა, ვიცოდი რაღაც უნდა ეკითხა ისეთი, რაც ნამდვილად არ იქნებოდა საჩემო...
_იმ გოგოსთან... ჰო, ჯიასთნ რა ურთიერთობა გაქვს? _ მისმა კითხვამ დამაბნია.
_რა?... არანაირი! რატომ მეკითხები?
_ამ ბოლო დროს ხშირად ხართ ერთდ, თანაც, ყოველთვის ამბობდი, რომ ის თავნება და თხა იყო... ვიფიქრე, იქნებ რაიმე შეიცვალა-მეთქი... _ ესე იგი, შენს მშობლებთანაც საუბრობ ჩემზე, არა? მკვდარი ხარ, ჯონგ ჰოსოკ!!!!
_კარგი გოგოა, იდიოტი ვიყავი ასე რომ ვსაუბრობდი მასზე... ის შესანიშნავია! _ საკუთარ თავს ვაქებდი, ეს უცნაურია. ასე არასდროს გამიკეთებია.
_იმედი მაქვს, კვლავ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდებით, ხომ იცი, ჩვენი ოჯახები ახლოს არიან და თქვენი ასე ვთქვათ "მტრობა" ძალიან გვწყინს...
_კარგი მამა, ვეცდები გამოვასწორო! _ რაც შემეძლო დამაჯერებლად ვუპასუხე, სინამდვილეში კი არანაირი სურვილი არ მქონია ჰოსოკთან ურთიერთობა დამელაგებინა.
ახხ, სკოლა... ნელა მივუყვები გზას და ფიქრები მიტაცებენ: რამდენ ხანს უნდა გასტანოს ამ იდიოტობა რაღაცამ? სხეულების გაცვლა? სერიოზულად? ხელები ცას მივაპყარი და კითხვების დასმა და ჩივილი დავიწყე...
სკოლაში შევაბიჯე და რა მესმის... ჩემზე საუბრობენ, ამბობენ, რომ ერთ-ერთ ჰოსოკის ძმაკაცს საწოლში ჩვუგორდი... რა გააკეთა ამ იდიოტმა? საკუთარ ძმაკაცს ჩაუგორდა საწოლში? მეეჭვება, მაგრამ თუ მან ჩემი ქალიშვილობა ასე გაანიავა, სიცოცხლეს მოვუსწრაფებ და წესსაც არ ავუგებ!! გაბრაზებული მივაბიჯებდი და დავინახე ჩემს მერხთან მოკალათებული ჰოსოკი, თავი მერხზე ჩამოედო და ეძინა...
YOU ARE READING
Me as a boy [J.HS] (დასრულებული)
Fanfictionშეიცავს 🔞 სცენებს.... რა მოხდება თუ.... იმ ადამიანთან გაცვლი სხეულს, ვისაც ყველაზე მეტად ვერ იტან?? ინსპირაციის წყარო: it's a boy girl thing