5

200 36 16
                                    

მთელი სკოლა ამ სანახაობას პირღია უყურებდა... როგორც კი მომშორდა, ხელი ვტაცე და სკოლიდან გავათრიე. რაც შემეძლო სწრაფად მივაბიჯებდი და ჰოსოკსაც უკან მივათრევდი, ყველა გამოშტერებული გვიყურებდა.

_რა გინდა? _ მკითხა ვითომც არაფერი გაუკეთებია რამდენიმე წუთის წინო.

_რა მინდა? მოდი დავფიქრდეთ! _ ჩაფიქრებული სახე მივიღე და შემდეგ ისევ დავასერიოზულე. _ რაც რამდენიმე წუთის წინ გააკეთე, ეს ნორმალურია? 

_ოჰ, ისეთი არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ კოცნა იყო... _ თავში იმხელაზე წამოვარტყი, რომ წინ გადაიქნია.

_პირველი კოცნა მომპარე, თანაც ჩემი სხეულით... რეგვენო! 

_მოიცა, ეს შენი პირველი კოცნა იყო? _ გადაიხარხარა _ არა, შანსი არ არის! _ სიცილს განაგრძობდა და ჩემს ნერვებზე ტანგოს ცეკვავდა... 

_ახლა ისედაც გაბრაზებული ვარ, გინდა, რომ მართლა მოგკლა?! _ სერიოზულად ვკითხე.

_ნუთუ გგონია, რომ რაიმეს დამიშავებ? _ ცინიკურად მკითხა.

_და რატომ გგონია, რომ შენი რეგვენი თავი მადარდებს და არაფერს დავუშავებ?

_ვერ მომერევი ჯია, მე შენზე გაცილებით ძლიერი და კუნთიანი ვარ! _ კვლავ დამცინავი ტონი, როგორ მინდა შუაზე გავგლიჯო.

_როგორც ჩანს ჰოსოკ, ახლა ძლიერი და კუნთიანი მე ვარ და შემიძლია ნაწილებად აგკუწო, შემდეგ კი შენი ნარჩენები ტბაში მიმოვფანტო! _ კარგად დამაკვირდა და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, მიხვდა, რომ მართალს ვეუბნებოდი და არც ხუმრობის ხასიათზე ვიყავი დიდად.

_ფუ შენი! _ კამათს ისევ გავაგრძელებდით, რომ არა, ჰოსოკის იდიოტი მეგობარი, რომელმაც ჭორები ამიგორა... ჩევენთან მოახლოვება დაიწყო და ხელი მხარზე გადამხვია...

_ჰოსოკ, ძმაო რას წარმოვიდგენდი, თუ ეს პატარა კახპა შენი შეყვარებული იქნებოდა? რომ მცოდნოდა მანქანაში უკანასკნელი ბოზივით არ ვიხმარდი! _ ცინიკურად გახედა ჩემს სხეულს, ჰოსოკი კი დადებილებული უყურებდა...

Me as a boy [J.HS] (დასრულებული)Where stories live. Discover now