part 13

10 1 0
                                    

ასაჰის pov
დღეს მე და იოშიმ გადავწყვიტეთ ერთი დღე ერთმანეთისთვის დაგვეთმო ამიტომ გადავწყვიტეთ გარეთ გამოვსულიყავით.
იოში-აბა ეხლა რა გნებავთ ბატონო ტკბილო?
ასაჰი-არ ვიცი,თქვენ რა იდეები გაქვთ?
იოში-ჯერ ჩამეხუტე,მერე ვნახოთ.
იოში საჰის ძალიან ჩაეხუტა.ასეთი სითბო არასდროს უგრძვინა,არ იცოდა რა იყო სიყვარული,არ იცოდა როგორი გრძნობა იყო ეს იქამდე სანამ ასაჰის არ შეხვდა.სიყვარული,ეს ხომ ის გრძნობაა რომელიც თაბრუს გახვევს და ყველა პრობლემას გავიწყებს.ეს საოცრება რაც კი ადამიანს შეუძლია გამოსცადოს.
იოში-წამოდი კაფეში წავიდეთ!
ასაჰი-კარგი.
ასაჰი და იოში კაფეში მივიდნენ და წვენები შეუკვეთეს.უეცრად იოშის ტელეფონმა დარეკა,მას ჯუნგჰვანი ურეკავდა.
იოში-ახლა მაინც რაღა უნდათ?
ასაჰი-გააგონე იქნებ რა ხდება.
იოშიმ ჯუნგვანს გააგონა და შეშფოთდა.
ასაჰი-რა ხდება ხო მშვიდობაა?
იოში-კარგი ძმაო ახლავე წამოვალთ.
ასაჰი-იტყვი რა მოხდა?
იოში-ჯუნგჰვანმა დამირეკა,დოიანისთვის გზაში მანქანას დაურტყამს,ყველანი საავადმყოფოში არიან წამოდი!
ასაჰი-ახლავე!
ასაჰიც და იოშიც სასწრაფო წესით საავადმყოფოში გამოცხადდენ.არავის პასუხი არ ქონდა თუ როგორ იყო დოიანი,ექიმები დარბოდნენ და ერთ ამბავში იყვნენ, მაგრამ არავინ არაფერს გვეუბნებოდა.ყველა ნერვიულობდა,ცრემლებს ღვრიდნენ და შიში აკანკალებდათ.
იოში-არა ასაჰი,აღარ იტირო,ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება.
ასაჰი-ღმერთო ჩემო,რამე რომ დაემართოს,რომ დავკარგოთ?
იოში-არა ნუ გეშინია,დოიანი იქედან ცოცხალი და ჯანმრთელი გამოვა.
ჯუნგჰვანი სკამზე იჯდა თავზე ხელები ქონდა დაწყობილი და ჩუმად ტიროდა.
ჯეონვუ-ნუ ნერვიულობ ძმაო,ის შენ არ დაგტოვებს!
ჰუნჰვანს მისთვის პასუხი არ გაუცია.
ამასობაში 5 საათი გავიდა.დოიანს 5 საათია ოპერაციას უტარებენ და ჯერ არაფერი უთქვამთ.
ჯეჰიუკი-ახლა გავგიჟდები,უკვე 5 საათი გავიდა,რაღას აკეთებენ ამდენს?-ხმამაღლა დაიყვირა.
ჯეონვუ-კარგი დამშვიდდი,ალბათ რთული ოპერაციააა,გამოვლენ.
ჯეონვუ ჯეჰიუკს ჩაეხუტა და მისი დამშვიდდება სცადა.ამასობაში ჰიუნსუკი და ჯუნკიუ ნერვიულობისგან ცუდად გახდნენ და გონება დაკარგეს.
ისინი პალატებში წაიყვანეს და გადასხმა გაუკეთეს.
მაშიჰო-ღმერთო,ახლა ჰიუნსუკიც და ჯუნკიუც ცუდად გახდნენ,რა ჯანდაბა ხდება დღეს?
იედამმა მაშიჰო სკამზე დააჯინა და თმაზე ფერება დაუწყო.
ამასობაში მთავარი ექიმი საოპერაციოდან გამოვიდა.
ჯუნჰვანი-ექიმო?როგორ არის დოიანი?გადარჩა?კარგადაა?როგორ ჩაიარა ოპერაციამ?
ექიმი-ნუ გეშინიათ,ყველაფერი კარგადაა,პაციენტმა ყველაფერი გადალახა უბრალოდ 2-3 დღე ეძინება რომ ნარკოზიდან სრულიან გამოვიდეს.
ჯუნჰვანი სიხარულისგან დაეცა და ღრმად სუნთქვა დაიწყო.მაშიჰომ და ჯეჰიუკმა ტირილი დაიწყეს სიხარულისგან,იედამი და ჯეონვუ მათ ამშვიდებდნენ.ეს ამბავი სხვებსაც გააგებინეს.
უკვე მოსაღამოვდა,ყველა დაღლილი იყო და ეძინებოდა.
ჯუნგჰვანი-ყველანი წადით,დოიანთან მე დავრჩები!
იოში-მაგრამ ძმაო...
ჯუნგჰვანი-არავითარი მაგრამ.ჰიუნსუკი და ჯუნკიუ ცუდად გახდნენ,თქვენც დაღლილები ხართ ამიტომ წადით.
ჯეონვუ-კარგი,წავალთ, ხვალ დილას კი ისევ აქ გავჩდებით!
ჯუნგჰვანი-კარგად.
ყველამ ტაქსი გამოიძახა და სახლებში წავიდა.

ასაჰის pov
სახლში როცა მივედით ეგრევე დავწექით.
იოში-ვწუხვარ,დღეს ვერ მოვახერხე შენთვის დროის დათმობა საყვარელო.
ასაჰი-არაუშავს,დრო დიდია!
იოშის გაეღიმა მის სიტყვებზე,გულში ჩაიკრა და ისე დაიძინეს.

მე და შენWhere stories live. Discover now