part 14

8 1 0
                                    

ასაჰის pov
დილით ადრე გავიღვიძე,იოშის კიდევ ეძინა.არ მინდოდა მისი გაღვიძება მაგრამ საავადმყოფოში ვიყავით წასასვლელები დოიანის სანახავად ამიტომ ძალაუნებურად მომიწია გამეღვიძებინა.
ასაჰი-იოში,გაიღვიძე!
იოში-არააა!ცოტა ხანს კიდევ რააა,გთხოვ!
ასაჰი-არა.დღეს საავადმყოფოში უნდა წავიდეთ დოიანის სანახავად.გაიღვიძე!
იოში-კარგი!კარგი!
იოში საწოლიდან სწრაფად წამოდგა,ამიტომ თაბრუ დაეხვა,ასაჰის დაეცა და ლამის წააქცია.
იოში-ბოდიში,არ მინდოდა.
ასაჰი-არაუშავს,მაგრამ ამიერიდან ფრთხილად იყავი!
იოში-კარგი.
იოში და ასაჰი მოემზადნენ და საავადმყოფოში წავიდნენ.პალატაში როცა შევიდნენ ასაჰის ლამის გული აუჩუყდა.დოიანს კი ეძინა მაგრამ ჯუნგჰვანს ჰქონდა მასზე ჩაკიდებული ხელი ისე თითქოს ართმევდნენ და არ უშვებდა.
იოში-საყვარლები.
იოშის და ასაჰის მისვლის თანავე ჰიუნსუკი და ჯიუნიც მივიდნენ.
ჯიუნი-თქვენც აქ ყოფილხართ.
იოში-ხო, დოიანის სანახავად ვიყავით მოსული მაგრამ....
ასაჰი-მაგრამ ისეთი სიტუაცია დაგვხვდა და ეს ორი ისეთი საყვარლები არიან ვერ გავაღვიძეთ.
ჰიუნსუკი-ნამდვილად.
ჯიუნი-ჯეონვუ,ჯეჰიუკი,მაშიჰო,ჯუნკიუ,ჰარუტო და იედამი არ მოსულან,დავურეკავ და მოვალ.
ჯიუნმა მათ დაურეკა და უთხრეს რომ გზაში იყვენენ და მოდიოდნენ.
ისინიც რომ მოვიდნენ ამასობაში ამ წყვილსაც გამოეღვიძათ.
ჰიუნსუკი-დოიან, კარგად ხარ?
დოიანი-კი,ნამდვილად!ბოდიში თუ განერვიულეთ,ვწუხვარ!
ჯუნკიუ-არაუშავს!მაგრამ ამიერიდან ფრთხილად იყავი.
დოიანი-კარგი!
ჯუნგჰვანი-მეც თუ მიკითხავთ კარგი იქნება.
ჰარუტო-შენ რა გჭირს?
ჯუნგჰვანი-რა რა მჭირს,მთელი ღამე თეთრად გავათენე და დილას ძლივს დამეძინა.
დოიანი-ბოდიში საყვარელო.
ჯუნგჰვანი-უბრალოდ თავს გაუფრთხილდი!
როცა ყველა დარწმუნდა რომ დოიანი კარგად იყო საავადმყოფოდან წამოვიდნენ.
იოში და ასაჰი სახლში არ მისულან,იოშიმ ის ერთ-ერთ კაფეში წაიყვანა.
ასაჰი-აქ რატომ მომიყვანე?
იოში-გაიგებ მაგრამ ცოტა გვიან?
ასაჰი-როდის?
იოში-სახლში რომ მიხვალ.
ასაჰი-აჰ რა მინდა ახლა?
იოში-უბრალოდ.
ასაჰი-კარგი.
ასაჰიმ და იოშიმ მთელი დღე ერთად გაატარეს,დაღამდა და იოშიმ ასაჰი სახლამდე გააცილა.როცა ასაჰი სახლში შესვლას აპირებდა იოშიმ მანქანიდან თაიგული ამოიღო და ასაჰის აჩუქა.ასაჰიმ თავი დაღუნა და გაიღიმა.სახლში როცა შევიდა თაიგულში წერილი იპოვა,გახსნა და წაიკითხა.

                           წერილი
"არ ვიცი ამ წერილს რატომ ვწერ,შემეძლო ეს შენთვის პირდაპირ მეთქა მაგრამ შემრცხვა.იცი ასაჰი,ჩემს ცხოვრებაში არავინ ისე არ შემყვარებია როგორც შენ.შენ სინათლე ხარ,სინათლე რომელიც ჩენთვის ანათებს.ხარ ადამიანი რომელსაც იმდენად ვენდობი ვიდრე საკუთარ თავს.მინდა კითხვა დაგისვა რის გამოც ამ წერილს გწერ.
იქნები ადამიანი  რომელიც მთელ ცხოვრებას ჩემთან ერთად გაატარებს?"

ასაჰის წერილის წაკითხვაზე ცრემლები წამოცდა,არ იცოდა რა ექნა,ისიც კი არ იცოდა რა პასუხი გაეცა იოშისთვის,უბრალოდ ძილს მიეცა.

მე და შენWhere stories live. Discover now