_ჰიუნჯინი_
კარგი იყავი- ვუთხარი და შუბლზე ტკბილად ვაკოცე, ლიქს არაფერი უთქვამს, პატარა ბავშვივით მაშინვე ჩაეძინა🩵"Author pov"
ახალი დღე გათენდა, ლამაზი მაგრამ კვლავ წვიმიანი...
ცაზე მუქი ღრუბლები მოჩანდა, ზუსტად ისეთი ჰიუნჯინს რომ უყვარდა. ციდან წვიმის ნაზი წვეთები ცვიოდნენ და აი ისიც, დილის ულამაზესი წყვილი რომელსაც ერთმანეთში გადაფსკვნილი ძინავთ. წვიმის ხმაზე ფელიქსი შეიშმუშნა, თვალები გაახილა და ჰიუნჯინის ულამაზესი სახე დაინახა, გაიფიქრა: "რა ჯობია გაღვიძებისას პირველი ამ მშვენიერების დანახვას..."
მას სიამოვნებდა ჰიუნჯინთან მსგავსი სიახლოვე, უბრალოდ იწვა და მისი სახის ცქერით ტკბებოდა, ხან მის მშვიდ თვალებს უცქერდა, ხანაც მის გამოყვანილ ცხვირს, ხანაც კი მის ტკბილ ტუჩებს...
მოჯადოებული რჩებოდა მისი ცქერით, ტკბებოდა მომენტით და მაინც რაღაც აკლდა. ფელიქსი დაიხარა, სადაცაა ჰიუნჯინის ტუჩებს თავისით უნდა შეხებოდა რომ ჰიუნჯინმა თვალები გაახილა._ჰიუნჯინი_
რა... რას აკეთებ?_ფელიქსი_
მაპატიე მაგრამ, ის ისეთი... ხომ ხვდები შენი ტუჩები..._ჰიუნჯინი_
ჩემი ტუჩები რა?_ფელიქსი_
შენი ტუჩები ისეთი მიმზიდველია რომ მინდოდა შევხებოდი..._ჰიუნჯინი_
შე გარყვნილო, ერთად პირველად გვეძინა და შენ ესეთები უნდა აკეთო?_ფელიქსი_
იცი... მაპატიე, აღარ განმეორდება, ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ._ჰიუნჯინი_
ხო უბრალოდ მეგობრები...წამიერი დუმილი ჩამოვარდა, ოთახი რაღაც ბნელმა და უცნაურმა აურამ მოიცვა... სწორედ მაშინ მაღვიძარამ დარეკა.
_ჰიუნჯინი_
როგორც ჩანს მაღვიძარას დავასწარით გაღვიძება, ადექი მოვემზადოთ და სამსახურში წავიდეთ.