"Hyunjin's pov "
პარიზის ქუჩებში მარტოდმარტო დავეხეტები და თანაც მის სახელს გავიძახი, თუმცა პასუხი არარის... არც კი ვიცი სად ვარ, მაგრამ არ ვნებდები... ანერვიულებულმა აღარ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიქცე, რა მოვიმოქმედო... ხეტიალის მეტი არაფერი შემიძლია, ნუთუ დამტოვა? ასე უბრალოდ ადგა და მიმატოვა...?
წვიმს, საშინელი ამინდია... მე კი დანებებას არვაპირებ, მთელი მსოფლიოს გადაქექვა რომ მომიწიოს ვაზღვევინებ ასე უსიტყვოდ რომ დამტოვა!
იქვე კუთხეში ჩამოვჯექი, უცებ ნაცნობი სილუეტი დავინახე, დღე იყო, თუმცა წვიმის გამო რთული იყო სახის გარჩევა. ჩემსკენ მოდიოდა, მეც წამოვდექი და მისკენ დავიწყე სვლა. ლინო იყო... როგორც კი ვიცანი გავიქეცი და ჩავეხუტე. მწარედ ავტირდი, უკვე მენატრებოდა.
-კარგი ჰიუ ნუ ტირიხარ... წამოდი სახლში წავიდეთ.
-სახლში? მე აღარ მაქვს სახლი, ის წავიდა...-კვლავ ავტირდი.
-ჩემთან სახლში... იქ ჩანი გველოდება, წავიდეთ. აქ დგომით არაფერი გამოვა, გარდა იმისა რომ ავად გახდები. გპირდები ის დაბრუნდება, შენთვის...
-დაბრუნდება? მან ეს გითხრა?
-მე არა შენ გითხრა, მან შენთვის წერილი დატოვა, უნდოდა მისი წასვლის შემდეგ მომეცა.
-სად არის ახლა?
-წერილი?
-არა ფელიქსი...
-წამოდი სახლში, ყველაფერს მოგიყვები რაც ვიცი, დანარჩენს კი მისი დატოვებული წერილი გეტყვის.
ლინომ ხელი მომხვია, ორივე სველები ვიყავით, მანქანისკენ გამიძღვა და მისი სახლისკენ წავედით, სადაც მისი თქმით ჩანი გველოდა. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ დიდი თეთრი შენობის წინ ვიდექით, სახლი უზარმაზარი იყო. შიგნით შესვლისას მაშინვე ჩანი შემომეგება მე კი მას გადავეხვიე. შემდეგ ჩემს ოთახში ამიყვანეს, ზუსტად ჩემი გემოვნებით მოუწყვიათ.