თავი 20: პარიზის ქუჩებში მარტოდმარტო.

43 6 11
                                    

"Hyunjin's pov"
პარიზის ქუჩებში მარტოდმარტო დავეხეტები და თანაც მის სახელს გავიძახი, თუმცა პასუხი არარის... არც კი ვიცი სად ვარ, მაგრამ არ ვნებდები... ანერვიულებულმა აღარ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიქცე, რა მოვიმოქმედო... ხეტიალის მეტი არაფერი შემიძლია, ნუთუ დამტოვა? ასე უბრალოდ ადგა და მიმატოვა...?

//Flashback\\
-მზად ხარ ჰიუ?

-კი კი

-მალე მანქანა მოვა და უნდა წავიდეთ, თბილი ტანსაცმელები ხომ ჩადე? არ გაცივდე...

-კი კი, ყველაფერი მზად მაქვს, ჩემთვისაც და შენთვისაც.

-ჰოდა ძალიან კარგი, მეც რაზე ვნერვიულობ როცა შენნაირი შეყვარებული მყავს - თქვა ფელიქსმა და ჰიუნჯინი მიიხუტა, კოცნასაც აპირებდა თუმცა ვინ აცადა, გარეთ მანქანა ელოდებოდათ.

-მგონი მანქანა მოვიდა, წავიდეთ დროა.

-ჰო წავიდეთ. ისე იქ ვის უნდა შეხვდე?

-ჩვენი კომპანიის ინვესტორია, ბატონი მინჰო. ჩემი ახლო მეგობარია და მასთან ჩავდივართ, პირველი დღე დაკავებული ვიქნები, აი მეორე დღეს აუცილებლად მოგხედავ როგორც დაგპირდი.

-კარგიი.

ჩასხდნენ მანქანაში და აეროპორტში წავიდნენ, ფრენამდე სადღაც 15 წუთიღა იყო დარჩენილი. თავიანთ ადგილზე მოთავსდნენ და აფრენას დაელოდნენ. მგზავრობა დიდხანს გაგრძელდა და 14 საათიანი ფრენის შემდეგ როგორც იქნა ჩააღწიეს პარიზში. შუადღის 2-ზე ჩაფრინდნენ ამიტომ ის დღე დასვენებაში გაატარეს, მეორე დღეს კი ფელიქსი დილით ადრიანად ადგა და მინჰოსთან შესახვედრად წავიდა, თანაც ჰიუნჯინს დაუბარა რომ საღამოს 8-ზე ასევე მინჰოსთან ერთად უნდა ევახშმათ. ჰიუნჯინი მთელი დღით გასული იყო, მძღოლი აქეთ იქით დაატარებდა ვახშმისთვის რომ ლამაზი ტანსაცმელი ეყიდა, ძლივს რამდენიმე ვარიანტზე ჩამოყალიბდა და სასტუმროში სადაც რჩებოდნენ საღამოს 6 საათისთვის დაბრუნდა. დრო იყო, უკვე მომზადება უნდა დაეწყო რომ 8 საათისთვის მზად ყოფილიყო.

"ფელიქსთან და მინჰოსთან"

-ლიქს აქედან ჩემთან ერთად წამოხვალ ხომ ვახშამზე?

-არა, ჯერ შეყვარებულს უნდა გავუარო, ისიც მომყავს რომ ერთმანეთი გაგაცნოთ.

-შეყვარებული გყავს და არმითხარიი?

-არა კიარა ვერ გითხარი, იმდენი რაღაც მოხდა.. ცალკე კიდე მამაჩემი.

-რაო, არმითხრა რო მამაშენი კიდევ გაწუხებს.

-ჩემი და ჰიუნჯინის შესახებ გაიგო

-მოიცა ჰიუნჯინი? შენი შეყვარებული?

-კი კი, იცნობ?

-ადრე მეზობლები ვიყავით, სკოლის პერიოდში, თანაც საკმაოდ კარგი მეგობრობა გვქონდა.

-უჰ მშვენიერი.

-და მამაშენს რა უნდა? არმითხრა რომ თქვენს დაშორებას აპირებს.

-ჰიუნჯინის მიტოვებას მაიძულებს... ხომიცი ძმაო, შემიძლია მისთვის ყველაფერი დავთმო... თუმცა დედაჩემით მემუქრება. ჰიუნჯინს ვერაფერს ვერ ვეუბნები, ხვალ დილით ალბათ ადრიანად წავალ, ასერომ მინდა მას მიხედო.

-ჰიუნჯინს რომ უთხრა ხომიცი გაგიგებს...

-ვიცი, მაგრამ გთხოვ ნუ ეტყვი.

-კარგი ლიქს, შენი გადასაწყვეტია... სანამ დაბრუნდები და მამაშენს ჩამოიშორებ მას აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას.

-თუ მოუნდება აქ იყოს შენთან, თუარადა კორეაში წადით ერთად კარგი? ჩანთან ახლო მეგობრობა აქვს, ვფიქრობ ერთმანეთი მოენატრებათ.

-კარგი ლიქს. ეჰ არიცი როგორ მწყდება გული შენგამო... ეგ ნაბიჭვარი  კაცი, მამაც აღარ ქვია უკვე, ცხოვრებას გიმწარებს...

-ვიცი მინჰო, ამას ასე არ დავტოვებ და ჰიუნჯინს აუცილებლად დავუბრუნდები, არმისცე უფლება რომ დამივიწყოს კარგი? დრო რომ გავა, ოდესღაც ის მიხვდება ჩემს ადგილსამყოფელს და ჩემთან მოვა, მე ეს ვიცი, ვიცი რომ ასე იქნება.

-მე, ლი მინჰო, პირობას ვდებ ლი ფელიქსთან რომ მის შეყვარებულს სიცოცხლის ფასად დავიცავ.

-მადლობა მინჰო... მეკიდე გპირდები რომ თავს არ მოგანატრებ❣️

-დროებით მეგობარო, ვახშამზე შევხვდებით.

-დროებით.

___________
ესეც ახალი თავი, შემდეგს ალბათ ხვალ დავდებ, იმედია ისიამოვნეთ ❤️‍🔥

მონატრება🫶🏻Where stories live. Discover now