"Felix's pov"
ერთი წელი გავიდა, ტანჯვითა და მონატრებით სავსე... დღეს მამაჩემის სასამართლო იყო, შვილებზე ძალადობაში, კორუფციაში, მკვლელობაში და ფულის გაყალბებაში დასდეს ბრალი... ჩემი და უსაფრთხოდაა, მაგრამ იმ კაცმა დედა მომიკლა... სამუდამო მიუსაჯეს, ჩვენ კი სამუდამოდ გავთავისუფლდით...ჩემს დას კიდევ ერთხელ მოვეხვიე და ვუთხარი:
-მალე ჩამოგაკითხავ ჩემო ლამაზო, და ჩემს შეყვარებულსაც გაგაცნობ.
-შენი მონაყოლით თუ ვიმსჯელებთ იმდენად სიმპატიური და საოცარია ერთი სული მაქვს როდის გავიცნობ.
-მიხარია თუ ასეა, ახლა უნდა დაგტოვო თორემ თვითმფრინავი გამასწრებს.
-კარგად ძამიკო- ხელის ქნევით და ღიმილით მაცილებს ჩემი და. "იმაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს როცა შენი ოჯახის წევრები კარგად და უსაფრთხოდ არიან" ვფიქრობდი გულში და თან ჩემს დას ხელს ვუქნევდი.
-კარგად პრინცესა, მომენატრები.
-მეც მომენატრები ძამიკო, იცოდე მალე ჩამოდი და წამიყვანეე
-რათქმაუნდა ჩემო ლამაზოო.-ეს იყო ბოლო რაც ვუთხარი, შემოწმება გავიარე და იმის მოლოდინით რომ ჩემს სიყვარულს მალე ვნახავდი თვითმფრინავში ჩავჯექი. დიდხნიანი ფრენის მიუხედავად ძილი არ მეკარებოდა, ისე მენატრებოდა... მინდოდა შევხებოდი, მეკოცნა, მისი სხეულის თითოეული ნაწილი ჩემი თითებით შემეგრძნო. ასე არასდროს მყვარებია, ის ერთადერთია, ერთადერთი და განუმეორებელი ჩემი შეყვარებული ჰვანგ ჰიუნჯინი.
წამოსვლისხანს ბეჭედი ვიყიდე, მე მასზე ქორწინებას ვაპირებ! ეს ხომ წმინდა კავშირია, რომელსაც სიყვარული ავსებს. "მე ის მიყვარს, მასაც ვუყვარვარ მე ეს ვიცი, ამიტომ რატომაც არა? მოდი ჩვენი გულები შევაერთოთ ჰიუნჯინ."
ლინოს ყოველდღე ვუკავშირდებოდი ჰიუნჯინის ამბის გასაგებად, ის კი ყოველთვის ერთიდაიმავეს მიმეორებდა "ის ბედნიერია, მაგრამ არა სრულყოფილად. მას შენ სჭირდები ფელიქს, ძალა მოიკრიბე და მალე დაუბრუნდი"... მისი ეს სიტყვები კიდევ უფრო მეტ გამბედაობას მმატებდა, დღეს კი აქ, ამ თვითმფრინავში ვზივარ და სატრფოსკენ მივემართები. ჩემი გრძნობები გულწრფელია, ჩვენი გრძნობები კი ორმხრივი.