პოლიციის განყოფილებაში მიგვიყვანეს და ყველა სათითოდ დაგვვკითხეს სოლარის გარდა,რადგან სოლარი სახლში არ იყო და არაფერი იცოდა.
-ის ჩემზე სულიერად ძალადობდა და არ მაცდიდა მომავალ ქმართან ერთად იმის გაკეთებას რაც მინდოდა!
-ბატონო მინჰო ეთანხმებით მას?
-სრულიად! ჩვენ ერთმანეთი უკვე ძალიან გვიყვარს და არ გვინდა ვიღაც კიმ ილსანმა ოჯახი დაგვინგრიოს!
-კარგით მადლობა,რომ დროულად მოგვმართეთ დანარჩენი ჩვენ გვანდეთ *პოლიციელმა დოკუმენეტების ფაილი მაგიდაზე გასასწორებლად ერთი ორჯელ დააკაკუნა შემდეგ კი დაკითხვის ოთახიდან გავიდა*
შეშინებულმა ლინოს ძლიერ ჩავეხუტე და იქამდე ვეხუტებოდი სანამ ტელეფონმა, ჩემმა დამ არ დამირეკა.
-ბოგუმ ცოტა ხნით გავედი და მივედი თუ არა აღარავინ დამხვდით! სად ხართ?
-პოლიციის განყოფილებაში სოლარ!
-რააა!!!!!! *ჩემმა დამ იმხელა იკივლა,რომ ყველამ გაიგო*
-დაწყნარდი სოლარ უბრალოდ მოიცადე მალე მოვალთ და ყველაფერს მოგიყვები!
-როგორ მოვიცადო? მამამ ჩამოიტანა რამე ისეთი რაც საზღვარგარეთიდან არ უნდა ჩამოეტანა?
-არაა სოლარ არა!
-აბა დედამ და მამამ ჩხუბის დროს ერთმანეთს რამე დაუშავეს?
-სოლარ პოლიციაში ვართ საავადმყოფოში კი არა!
-აბა რა მოხდა? მამამ ყველაფერი თქვა?
-რაა?! რ-რა უნდა ეთქვა?
-აა არ იცი? კაი არაფერი დაივიწყე დაგიცდით და,რომ მოხვალ ყველაფერი მომიყევი.
სოლარმა ყურმილი დაუყონებლივ გათიშა.ვერ გავიგე რას მიმალავენ მამა და სოლარი?
მაგრამ ამაზე ბევრი აღარ მიფიქრია და აზრი გამოვთქვი,რომ ლინოს მშობლებისთვის ყველაფერი გვეთქვა.