ციხის დიდი ჭიშკარი შენელებული კადრივით ათი წლის შემდეგ იღება, ჭიშკრის ერთ მხარეს დიდი ხნის იმედგაცრუებული, გაქვავებული, მეტად დაუნდობელი თმაში ცოტაოდენი ჭაღარა და გულგატეხილი შავებში ჩაცმული გაბრიელ მახარაძე დგას, მეორე მხარეს კი შავი ავტომობილი, რომელიც დიდი ხნის საქმეს ჩამოშორებული მაფიის ბოსის დასახვედრად მოსულიყო.
ჭიშკრის გაღებისთანავე მაფიის ლიდერი თვალს ავლებს გარემოს, თავისუფლების სუნს ძლიერად და ღრმად შეისუნთქავს, ნაბიჯს დგამს და პირდაპირ მანქანისკენ მიდის სწრაფად და ამავდროულად ნელა აღებს მანქანის კარს, სავარძელში ჯდება და კმაყოფილი უყურებს ციხის კარიბჭეს.
- გილოცავთ ბოს
- ...
- საით?!
- სახლში
წყნარად და მშვიდად ამბობსმანქანა დაიძრა...
მალევე შეჩერდა ავტომობილი იმ სახლთან რომელთანაც გაბრიელის ცხოვრებაში საუკეთესო ამავდროულად კი საშინელი მოგონებები აკავშირებდა.
კარები იღება, გადმოდის, მზერა მაშინვე სახლზე გადაიტანა, დაკვირვებით მოავლო თვალი და მისკენ წავიდა ნელი ნაბიჯებით,
სახლის კარი გასაღებით გახსნა და შიგნით შევიდა, შესვლისთანავე იგრძნო, სახლში ჯერ კიდევ ტრიალებდა მიას სურნელი, მაშინვე თვალწინ წარმოუდგა როგორ იჯდნენ ერთად დივანზე, მიას თავი მის კალთაში ჩაედო და როგორ სიყვარულით უყურებდნენ ერთმანეთს, ენატრებოდა მისი შეხება, მისი თვალები, მისი სხეული, მისი სურნელი, თვითონ ის... ღრმად ჩაისუნთქა როდესაც ოთახში 10 წლის წინ საყვარელი ქალისთვის ნაყიდი ნივთები დაინახა, ნელა მიუახლოვდა დიდ გარდერობს, სწრაფად გამოხსნა ორივე კარი, მაშინვე დაავლო მიას ტანსაცმელს ხელი, ცხვირთან ნელა მიიტანა და ღრმად შეიყნოსა ჯერ კიდევ შემორჩენილი მიას სურნელი.მოულოდნელად ტანსაცმელი გარდერობში უხეშად შეაგდო.
დაიწყო ტანისამოსის გახდა უხეშად იგლეჯდა შავი პერანგის ღილებს, ძლიერად, უხეშად მიაგდო საწოლზე და სააბაზანოში შევიდა.სრულიად შიშველი წყლის წვეთების ქვეშ დგას და ცდილობს, მთელი ათი წელი დცილობს გაიგოს რა მიზეზის გამო მოექცა მია ასე ეგოისტურად, იხსენებს ყველა მომენტს, ყველა საათს, ყველა წუთს, ყველა წამს სადაც მიასთან ერთად გაატარა, სამზარეულოში მისი ხმა როგორ წაიღიღინებდა რაიმეს კეთების დროს სიმღერის მოლოდიას, საწოლში ახალგაღვიძებული ლამაზი თვალები, ის გიჟური ღამეები, ყველა შეხება, ყველა კოცნა და ეს ყველაფერი აგიჟებდა გაბრიელს, მოულოდნელად გონება გათიშა, ქაფიანი სხეული წყალს შეუშვირა და გონება მოადუნა...
მალევე მორჩა შხაპს, რუტინულად თეთრი პირსახოცი ტანს ქვევით შემოიხვია, სარკეში ჩაუხედავად გაისწორა სველი შავი კულულები რომლებიც იმაზე გრძელი იყო ვიდრე 10 წლის წინ, წვერიც გაიპარსა რომელიც მიას არასდროს ენახა თუ როგორ აკვდებოდა მის პიროვნებას ეს შტრიხი.
ნელა მოკეტა ოთახის კარი, კიბეებზე ჩადის...
- ალექს?!
- გისმენთ ბოს
- მანქანა მოამზადე ისევ გავდივართ
- კარგით მაგრამ ჯერ რომ არ გისაუზმიათ?
- გარეთ შევჭამ მაგრამ ჯერ სალონში გავივლითზის ერთ - ერთ ძვირადღირებულ კაფეში კულულებ შეჭრილი და მშვიდად მიირთმევს მონატრებულ საუზმეს.
საუზმის შემდეგ მაფიის საქმეებს გადახედა ოფისში.
შემდეგ დანიელი და ირაკლი მოინახულა, საბოლოოდ კი ბიჭები ძმაკაცის ხასიათის შედეგად ცოტაარიყოს გაკვირვებულები დარჩნენ:
- ,, ძმაო მართლა კარგად ხარ?!,,
- ,,მშვენივრად,,
- ,, რამე გეგმა გაქვს?!,,
- ,,კი,,მალევე სახლში დაბრუნდა, კარები ისევ გასაღებით გააღო, მისაღებში შევიდა, ნელა შეაბიჯა სამზარეულოში, შესასვლელში დადგა და ერთი მხარით კედელს მიეყრდნო, სამზარეულო მოათვალიერა, წამიერად ჩაფიქრდა, შემდეგ ჩუმად ჩაეცინა, სამზარეულოდან გამოვიდა, დივანზე ჩამოჯდა, წამიერად ისევ ჩაფიქრდა, უცებ წამოხტა კიბეებზე ნელა ავიდა მაგრამ მოულოდნელად გაჩერდა...
- ალექს?!
- გისმენთ ბოს?!
- შეგიძლია მია მოდებაძის ადგილმდებარეობა გაარკვიო?!...

YOU ARE READING
მაფიის ბოსი გაბრიელ მახარაძე - ნაწილი 2
Romanceმაფიის ბოსი გაბრიელ მახარაძე გაგრძელება....